ჩართული სიტყვების ჩამონათვალი


ჩართული ჰქვია განკერძოებულ სიტყვას თუ სიტყვათა შეკავშირებას, რომლითაც მთქმელი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას, წინადადებაში გამოთქმული აზრის მიმართ. ჩართულია ზოგჯერ მთელი წინადადებაც.

ჩართული წინა სტატიაში უკვე განვიხილეთ, შეგიძლიათ გაეცნოთ.

გრძნობისა და ემოციის გამომხატველი ჩართული სიტყვებია:

საბედნიეროდ, ჩვენდა სასიხარულოდ, ჩვენდა ბედად, საუბედუროდ, სამწუხაროდ, რაღაც ეშმაკად, ჩემდა ჭირად, ღვთის შეწევნით, მტრისას, ერთი შეხედვით.

დარწმუნებულობას შემდეგი ჩართული სიტყვები გამოხატავს:

ცხადია, რასაკვირველია, უეჭველია, უეჭველად, მახსოვს, მე რომ მკითხოთ, არც მეტი, არც ნაკლები, ყოველ შემთხვევაში, სულერთია, აშკარაა, რა თქმა უნდა, თავისთავად, სულ დიდი, დიდი დიდი, უთუოდ, იმედია.

ეჭვისა და ვარაუდის წარმოსაჩენად ვიყენებთ შემდეგ ჩართულებს:

მგონი, მე მგონია, ვგონებ, ჩანს, შესაძლებელია, თუ არ ვცდები, ცოტა არ იყოს, ეტყობა, ეტყობოდა, როგორც ვატყობ, როგორც ჩანს, როგორც ვხედავ, კაცმა რომ თქვას, ვინ იცის, ვფიქრობ, ერთი ვნახოთ, ასე თუ ისე.

წინადადებაში გამოთქმულ აზრს ვამოწმებთ მოცემული ჩართულების დახმარებით:

ავტორის აზრით, ჩემი აზრით, შენი აზრით, მისი აზრით, ამბობენ, როგორც ამბობენ, როგორც იტყვიან, ხალხის თქმით, გადმოცემით, მედიის ცნობით, მისი წარმოდგენით.

მიმართვისთვის ვიყენებთ:

მოგეხსენებათ, როგორც იცით, თუ გნებავთ, დამეთანხმებით, ნუ გაგიკვირდებათ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორც თქვენ ხედავთ, შენ ხარ ჩემი ბატონი.

ჩართულია მოცემული საალერსო სიტყვებიც:

დედაშვილობამ, შენი ჭირიმე, გენაცვალე, შენმა მზემ, ღმერთმანი, გეფიცები.

აზრების თანმიმდევრობას კი შემდეგი ჩართულებით წარმოვაჩებნთ:

თანაც, ამგვარად, დასასრულ, როგორც ვთქვით, ასე რომ, მოკლედ, მით უმეტეს, სხვათა შორის, მაგალითად, მაშასადამე, ერთი სიტყვით, პირიქით.

შეგიძლია წაიკითხო სტატია იმის შესახებ თუ რას წარმოადგენს ჩართული ⏭