იმანუელ კანტი


იმანუელ კანტი მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მოღაწეა. იგი თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი გამოჩენილი ფიგურა და განმანათლებელია. კანტს ეკუთვნის ნაწარმოები რომელსაც „წმინდა გონების კრიტიკა“ ჰქვია. აღნიშნული ნაწრმოები არც ისე დიდტანიანია მაგრამ მასში საუბარია ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: განმანათლებლობა, ადამიანის გონება, მისი გამოყენება და სხვა.

კანტი ნაწარმოებში საუბრობს განმანათლებლობაზე. ისმევა შეკითხვა თუ რა არის განმანათლებლობა? და კანტი ამას შემდეგნაირად პასუხობს: „განმანათლებლობა – ესაა ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია“ (კანტი 2017. 312). რომ გავიგოთ რას ნიშნავს მისი ეს პასუხი უნდა ვიცოდეთ თუ რა არის უმწიფრობის მდგომარეობა. უმწიფრობა არის ის მდგომარეობა როდესაც ადამიანს არ შეუძლია საკუთარი განსჯის გამოყენება და ასევე არ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება. უმწიფრობა სწორედაც, რომ ადამიანის ბრალია. არ შეგვიძია ვთქვათ ის, რომ განსჯის გამოყენება ან დამოუკიდებლობისკენ ნაბიჯის გადადგმა აღემატება მის შესაძლებლობებს. პირიქით ეს ყველაფერი სწორედაც რომ შესაძლებელია და ხელის შემშლელ ფაქტორს შეადგენს ისეთი რაღაცები, როგორიცაა სიზარმაცე, სილაჩრე, კომფორტით ტკბობა და სხვა. ადამიანები უმწიფრობის მგდომარეობაში არიან ხოლმე რაღაც დროის გამავლობაში, ეს მაშინ როდესაც ისინი არიან ისეთ ასაკში როცა არ შეუძიათ დამოუკიდებლად ცხოვრება. მთავარი ისაა, რომ ჩვენ სამუდამოდ არ დავრჩეთ ამ მდგომარეობაში და შევძლოთ უარი ვთქვათ იმ კომფორტზე, რომელსაც სხვა გვიქმნის. როგორც ზემოთ ვთქვით უმწიფრობიდან გამოსვლას ხელს უშლის სიზარმაცე და სილაჩრე. კანტი გვეუბნება, რომ ადამიანები დიდი ხანია განთავისუფლდნენ ზემდგომის მმართველობისგან მაგრამ ისინი მაინც რჩებიან ვიღაცაზე დამოკიდებულად. ეს გამოიხატება იმაში რომ მათ სინდისს სხვა ათავისუფლებს, მათ ჯანმრთელობაზე სხვა ზრუნავს, მათ გასაკეთებელ საქმეს სხვა ასრულებს და ეს ყველფერი ადამინს კიდევ უფრო ღრმად ითრებს უმწიფრობის ჭაობში (კანტი 2017. 312). აქედან თავის დასაღწევად ადამიანმა უნდა შეძლოს და გამოიყენოს საკუთარი განსჯა, დადგეს ფეხზე და დაიწყოს

ნაბიჯების გადადგმა. დაცემის არ უნდა გვეშინოდეს რადგანაც ვინც არ მოქმედებს ის არც ეცემა და ამასთანავე ყოველი მარცხი ადამიანს უფრო აძლიერებს.

განმანათლებლების ლოზუნგი არის: „Sapere Aude! გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება“ (კანტი 2017. 312). შეიძლება ითქვას, რომ სწორედაც ეს ლოზუნგი გასდევს კანტის ნაწარმოებს ლაიტმოტივად. კანტისთვის აზროვნება ადამიანის ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენს. ანუ თუ ადამიანს უნდა თავი დააღწიოს უმწიფრობას, სიბნელეს და უსუსურობას იგი სწორედ აზროვნებით შეძლებს და განთავისუფლდება ამ ბორკილებისგან. საკუთარ თავთან მუდმივად კითხვების დასმა და შინაგანი ბრძოლა უმეტეს შემთხვევაში ნაყოფის მომცემია. ამ დროს ადამიანში იბადება სურვილი რაღაცის გაკეთებისა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ შევძლებთ და გამოვიყენებთ საკუთარ გონებას, შევძლებთ თავი დავაღწიოთ უმეცრებას და მოვიხსნათ უმწიფრობის ბორკილები.

უმწიფრობის მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან ძნელია მაგრამ არა შეუძლებელი. ძირითადად ამ ყველაფერს თავს უკეთ ცალკეული ინდივიდები ართმევენ ხოლმე და ის ადამიანი ვინც შეძლებს მოიხსნას უმწიფრობის ბორკილები და გახდეს დამოუკიდებელი აუცილებლად უნდა დაეხმაროს სხვასაც ამ ნაბიჯების გადადგმაში. ასე რომ ცალკეული ინდივიდის უმწიფრობის მდგომარეობიდან გამოსვლას მივყავართ საზოგადოების უმწიფრობის მდგომარეობიდან გამოსვლამდე რადგანაც ადამიანი სწორედაც, რომ საზოგადოების წევრია.

ავტორი ვინაიდან გონების გამოყენებას მიიჩნევს საჭიროდ და აუცილებლად, გთავაზობს მისი გამოყენების ორ გზას. ესენია გონების კერძო და საჯარო მოხმარება. გონების კერძო მოხმარება გულისხმობს გონების გამოყენებას საკუთარი სურვილის მიხედვით. გონების კერძო მოხმარება შეიძლება ხშირათ შეიზღუდოს ხოლმე მაგრამ კანტი მის შეზღუდვას არ უყურებს როგორც განმანაღლებლობის შეფერხების მიზეზს. ასევე შეიძლება ითქვას რომ ეს ზეგავლენას ახდენს ადამიანების მცირე ჯგუფზე. გონების კერძო გამოყენების მაგალითად კანტს მოჰყავს მღვდელისა და მრევლის მაგალითი. მღვდლის მიერ ჩატარებული ქადაგება გონების კერძ გამოყენებაა იმიტომ რომ მისი ვალია მრევლამდე მიიტანოს ის ინფორმაცია რაც დაწერიალია საღვთო წიგნებში ან რაც ჯდება ეკლესიის სტანდარტებში. მას თუ გაუჩნდება სურვილი იმისა, რომ შეეწინააღმდეგოს ამ ყველაფერს

მაშინ უბრალოდ დაკარგავს „თანამდეგობას“. გონების საჯარო გამოყენება კი კანტისთვის ძალიან ნიშვნელოვანი და ღირბულია. ამის მეშვეობით ხდება ზუსტად განმანათლებლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. გონების საჯარო გამოყენებისას ყველაფერი არა კონკრეტულ ადრესატამდე არამედ ხალხთა დიდი ჯგუფისკენ მიემართება. გონების ამგავრი გამოყენების მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მეცნიერი რომელიც საკუთრი ნაშრომით მიმართავს საზოგადოებას ან ადამიანი რომელიც აპროტესტებს ან აკრიტიკებს რაიმეს (მაგალითად გადასახადებს).

გონების საჯაროდ გამოყენება არის საწინდარი იმისა რომ ადამიანმა თავი დააღწიოს უმეცრებას და დაიწყოს განვითარება. თუ ადამიანს ექნება გონების საჯაროდ გამოყენების საშუალება იგი შეძლებს იმსჯელოს მთელ რიგ საკითხებზე, რომლებიც აბრკოლებს მას და ასე თანდათან შეძლებს ძველი მდგომარეობიდან თავის დაღწევას. კანტი სწორედაც რომ ამ ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებას ემხრობა და არა რევოლუციას. რევოლუციამ კი შეიძლება შედეგი მოგვცეს მაგრამ ეს არ იქნება მასშტაბური და აზროვნების შედეგად მიღებული ანუ ვერ გასტანს დიდხანს. ხოლო ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარებით ყოველივე მყარად გაჯდება ადამიანის გონებაში, შეიცვლება მისი აზროვნება და თითოეული ადამიანის განვითარება მიგვიყვანს ერის განვითარებამდე, ანუ განმანათლებლობამდე.