ადამ სმითი


ადამ სმითი მეთვრამეტე საუკუნის, განმანათლებლობის პერიოდის, მოღვაწეა. სმითის სახელს უკავშირებენ თანამედროვე ეკონომიკის ჩამოყალიბებას, მისი ცნობილი ნაწარმოები, „კლევა ერების სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“, სწორედაც რომ ეკონომიკურ საკითხებს მოიცავს.

ადამ სმითი ნაშრომში საუბრობს ადამიანის სიმდიდრის წყაროზე. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს რა არის სიმდიდრე. სიმდიდრე ესაა ადამიანის ან საზოგადოების შესაძლებლობა რაც შეიძლება უფრო მეტი აწარმოოს. ავტორი სიმდიდრის წყაროდ ორ მთავარ ფაქტორს მიიჩნევს ესაა საქონლის წარმოება და მოხმარების მოცულობა. ყოველივე აქედან გამომდინარე სმიტი გვეუბნება, რომ ერის სიმდიდრისთვის აუცილებელი პირობაა შრომა. შრომა არის ის მოქმედება რომელსაც ადამიანისთვის წარმატების მოტანა შეუძლია. შესაძლოა ვინმემ სიმდიდრე უშრომელად დააგროვოს მაგრამ ამ შემთხვევაში ამ სიმდიდრეს არ ექნება ფასი და ის წონა რომელიც შრომით მოპოვებულს აქვს.

სმიტი ნაწარმოებში ასევე გვესაუბრება შრომის სპპეციალიზაციასა და მის ბენეფიტებზე. შრომის სპეციალიზაცია ნიშნავს იმ შესაძლებლობას როდესაც საწარმოს ან დამსაქმებელს შეუძლია რაიმეს წარმოებისთვის გაწეული შრომა გადაანაწილოს რამდნიმე ადამიანზე ნაცვლად იმისა, რომ ერთმა ადამიანმა აიღოს საკუთარ თავზე რაიმეს გაკეთება როგორც ეს ქინძისთავების საწარმოს მაგალითზეა განხილული. ქინძისთავების საწარმოს მაგალითზე ავტორი გვაჩვენებს იმას თუ როგორი მომგებიანია შრომის სპეციალიზაცია როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე მომუშავე პერსონალისთვის (სმიტი 2017. 275). ამ ყველაფრის ერთ-ერთი დადებითი მხარე დროის მოგებაა. მაგალითად ქინძისთავების დამზადება თუ იქნება ერთ ადამიანზე მინდობილი იგი დიდ დროს მოანდომება ხოლო თუ საქმეს გავანაწილებთ რამდენიმე ადამიანზე აუცილებლად ნაკლებ დროში დავამზადებთ გაცილებით მეტ პროდუქტს. შრომის სპეციალიზაციით ასევე შეგვიძლია მომუშავე პერსონალისთვის საქმის შემსუბუქება და ანაზღაურების გაწეული საქმის

პროპორციულად გადახდა. აქედან გამომდინარე უკვე ვხედავთ, რომ დამზადებული საქონლის ფასი დიდწილადაა დამოკიდებული მის დასამზადებლად გაწეულ შრომაზე.

ადამ სმიტი ნაწარმოებში საუბრობს ქეყნის სიმდიდრისა და ეკონომიკურად განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე, რომელსაც „laissez-faire“-ს უწოდებს. ეს გულისხმობს სამეურნეო საქმიანობას სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. ავტორი ფიქრობს, რომ სახელმწიფო რაც უფრო მეტად ჩაერევა ეკონომიკურ საკითხებში მით უფრო ნაკლებია მისი განვითარების ალბათობა. ეს აიხსნება იმით, რომ სახელმწიფოს ჩარევისას შესაძლოა საქმე გვქონდეს მიკერძოებასთან რაც არაჯანსაღი კონკურენციის საბაბია ეს ყოველივე კი ეკონომიკის დაბალგანვითარებას ან სულაც განუვითარებლობას იწვევს. სმიტი სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ამართლებს თუ მისი რეგულირება უკვე შეუძლებელია და უმართავი ხდება რაც დარტყმას აყენებს საზოგადოების კეთილდღეობას.

საზოგადოებას ჩვენ, ადამიანები, შევადგენთ. ადამიანის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი არის საკუთარი კეთილდღეობისთვის ზრუნვა. თითოეული ადამიანი იბრძვის პირადი კეთილდღეობისთვის და ამ თითოეულის ბრძოლა საერთო ჯამში ქმნის სამართლიან და რაციონალურ წესრიგს, რომელსაც სმიტი „უხილავ ხელს“ უწოდებს. ეს ტერმინი დღესაც აქტიურად გამოიყენება. როდესაც ბაზარის სტაბილურობაზე თითოეული ჩვენგანი ვახდენთ ზეგავლენას გამოდის, რომ იგი არის თვითრეგულირებადი ანუ მას მართავს „უხილავი ხელი“. სმიტის აზრით სწორედაც, რომ „უხლავ ხელს“ შეუძლია სახელმწიფო განავითაროს. მას შეუძლია ფასების კონტროლი, შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე და ასე შემდეგ. ამასთან ერთად სმიტი მიიჩნევს რომ როდესაც „უხილავ ხელს“ აღარ შეუძლია ადეკატურად მოქმედება ამ დროს იქნება სახელმწიფოს ჩარევა გამართლებული.

ავტორი ნაშრომში საუბრობს სოფლებისა და ქალაქების ურთიერთგადაჯაჭვულლობაზე. როგორც ქალაქი უსოფლოდ ასევე სოფელი უქალაქოდ ვერ წაროადგენს დიდ ძალას. სოფელი არის ის ადგილი სადაც ხალხი ძირითადად დაკავებულია მიწათმოქმედებით ან ცხოველთა მოვლა-ვაჭრობით. აქ მცხორები თითოეული ადამიანი თუ ოჯახი მოიხმარს იმას რასაც თვითონ აწარმოებს მაგრამ ხშირად მოპოვებული ნედლი პროდუქტი იმაზე

მეტი აღმოჩნდება ხოლმე ვიდრე მათ სჭირდებათ. ბუნებრივია ზედმეტ პროდუქტს არავინ გადაყრის. ამ შემთხვევაში ჩნდება ერთგვარი ინვესტირების იდეა. ამ დროს მათ ნედლეული მიაქვთ ქალაქებში და ყიდიან. ამით ისინი დარჩენილ საქონელს აქცევენ შემოსავლის წყაროდ და მეტის წარმოების მოტივაცია ეძლევათ. რა თქმა უნდა სარგებელი არაა ცალმხრივი. ქალაქებიც ნახულობენ მოგებას. ისინი იკვებებიან სოფლის პროდუქტებით ან ცდილობენ მათ გადამუშავებას. აქედან გამომდინარე ქალაქი და სოფელი მუდამ დამოკიდებულია ერთმანეთზე. ერთის ეკონომიკურად განვითარება იწვევს მეორეს განვითარებასაც და ასევე პირიქით.

სოფელი ქალაქისთვის მხოლოდ პროდუქტების მომარაგებას არ ახდენს. სასოფლო მიწები წარმოადგენს ქალაქის მოსახლეობისთვის ინვესტიციის ჩადების უტყუარ საშუალებას. ინვესტირების რამდენიმე საშუალება არსებობს, ესენია სოფლის მეურნეობა, მანუფაქტურები და საგარეო ვაჭრობა. მანუფაქტურების წარმოება სარისკო ინვესტირების გზაა სოფლის მეურნეობასთან შედარებით ხოლო საგარეო ვაჭრობა კიდე უფრო სარისკო. ასე რომ ამ მხრივ სასოფლო მეურნეობის მოთხონის გაზრდა იწვევს ფასის ზრდას და ეს ყველაფერი ეკონომიკურ განვითარებას. ყოველივე ამის ფონზე სოფლის მეურნეობის განვითარებამ სოფელში მცხოვრებ ხალხს საშუალება მისცა გარე ვაჭრობების. უკვე გაჩნდა კონკურენცია და სოფლის მოსახლეობას ქალაქში პროდუქტის გაყიდვასთან ერთად მიეცა ამ პროდუქციის მეზობელ ქვეყნებში გატანის საშუალება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.