შთა

სასწავლო კურსის, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, დროს დაწერილი დავალებები. შეგიძლიათ გამოიყენოთ კონსპექტებად!

platon

პლატონი

პლატონი ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე-მეხუთე საუკუნეების მოღვაწეა. მან დაგვიტოვა ათობით ღირებული ნაწარმოები რომელთა შორისაა ,,სახელმწიფო”. პლატონის შემოქმედების უკვდავმყოფელობაში დიდი წვლილი მიუძღვის თავის მასწავლებელს, სოკრატეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი ნაწარმოებების ერთ-ერთი მახასიათებელია ტექსტის ფორმა. პლატონის შემოქმედები ძირითადად დაწერილია ლიალოგის სტილში. პლატონი ,,სახელმწიფოში” განიხილავს ისეთ თემას, როგორიცაა ორ სამყაროს შორის ურთიერთობა. ესენია: თვალით ხილული და გონებით საწვდომი […]

პლატონი Read More »

მაკიაველი

ნიკოლო მაკიაველი

ნიკოლო მაკიაველი XV-XVI საუკუნეების მოღვაწეა. მას ცხოვრება მოუწია რენესანსის პერიოდში. მაკიაველი სახელმწიფოსთან დაკავშირებული პირი იყო და 15 წლის განმავლობაში სახელმწიფო მდივნადაც კი მოღვაწეობდა. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია “მთავარი”, რომელშიც მაკიაველი ყველა ინფორმაციის გააზრების შემდეგ აყალიებს ერთგვარ კრებულს, სადაც წარმოდგენილია ის თუ როგორ უნდა მოიპოვოს ადამიანმა სახელმწიფოზე მმართელობა და როგორ შეინარჩუნოს იგი რაც შეიძლება დიდ ხანს.

ნიკოლო მაკიაველი Read More »

ადამ სმითი

ადამ სმითი მეთვრამეტე საუკუნის, განმანათლებლობის პერიოდის, მოღვაწეა. სმითის სახელს უკავშირებენ თანამედროვე ეკონომიკის ჩამოყალიბებას, მისი ცნობილი ნაწარმოები, „კლევა ერების სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“, სწორედაც რომ ეკონომიკურ საკითხებს მოიცავს. ადამ სმითი ნაშრომში საუბრობს ადამიანის სიმდიდრის წყაროზე. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს რა არის სიმდიდრე. სიმდიდრე ესაა ადამიანის ან საზოგადოების შესაძლებლობა რაც შეიძლება უფრო მეტი აწარმოოს. ავტორი სიმდიდრის წყაროდ

ადამ სმითი Read More »

იმანუელ კანტი

იმანუელ კანტი მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მოღაწეა. იგი თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი გამოჩენილი ფიგურა და განმანათლებელია. კანტს ეკუთვნის ნაწარმოები რომელსაც „წმინდა გონების კრიტიკა“ ჰქვია. აღნიშნული ნაწრმოები არც ისე დიდტანიანია მაგრამ მასში საუბარია ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: განმანათლებლობა, ადამიანის გონება, მისი გამოყენება და სხვა. კანტი ნაწარმოებში საუბრობს განმანათლებლობაზე. ისმევა შეკითხვა თუ რა არის განმანათლებლობა? და კანტი ამას შემდეგნაირად პასუხობს:

იმანუელ კანტი Read More »

კარლ მარქსი

კარლ მარქსი მე-19 საუკუნის მოღვაწე გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი და თეორიტიკოსია. მასვე ეკუთვნის ე.წ. სამყაროს გარდაქმნის იდეა, რომელიც შემდგომში რუსეთმა საბჭოთა კავშირის შესაქმნელად გამოიყენა. მარქსის მსჯელობა ძირითადად ემყარება ხალხის ისტორიას რომელსაც შემდეგნაირად განსაზღვრავს: „საზოგადოების ისტორია არის კლასთა ბრძოლის ისტორია“ (მარქსი 2017, 325). იგი მიიჩნევს, რომ ისტორია დამყარებულია მუდმივ ბრძოლაზე. ამ დროს ძირითადად ორი კლასი იკვეთება, ესენია

კარლ მარქსი Read More »

დარვინი

ჩარლზ დარვინი

ჩარლზ დარვინი მეცხრამეტე საუკუნის ინგლისელი მოღვაწეა. იგი ის ერთ-ერთი ადამიანია, რომელსაც კაცობრიობის ისტორიაში დიდი წვლილი მიუძღვის და დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. დარვინს რამდენიმე ნაშრომთან ერთად ეკუთვნის თეორიები ევოლუციის შესახებაც. სიტყვა უვოლუცია ნიშნავს განვითარებას, სახეცვლილებას, დარვინი კი მის ამგვარად გაგებას გვთავაზობს, რომ დედამიწაზე ორგანიზმები მუდმივი ევოლუციის შედეგად წარმოიშვნენ. ეს ორგანიზმები მუდმივად განიცდიან პროგრესს ანუ ევოლუციას და

ჩარლზ დარვინი Read More »

ზიგმუნდ ფროიდი

ზიგმუნდ ფროიდი

ზიგმუნდ ფროიდი მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მოღვაწეა. იგი დაიბადა ებრაელთა ოჯახში თუმცა რელიგია მალევე უარყო. ფროუდი ფსიქოანალიტიკური კონცეფციის შემქმნელი და მისი დიდი მიმდევარი იყო. ფროიდს დიდი ყურადღება აქვს დათმობილი კულტურის, ასევე მისი ადამიანთან კავშირის შესახებ. მისი აზრით კულტურა ადამიანთა დიდი მონაპოვარია, რომელიც მათ წინაპარი ცხოველებისგან ანსხვავებს. კულტურის მიზანი ადამიანის ბუნებისგან დაცვა და მათ შორის ურთიერთობათა მოწესრიგებაა (ფროიდი

ზიგმუნდ ფროიდი Read More »

ჯონ დიუი

ჯონ დიუი

ჯონ დიუი იყო მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების ამერიკელი მოღვაწე. იგი იყო განათლების სპეციალისტი, ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. დიუის სხვა რაღაცებთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის განათლების დემოკრატიაში და ზოგადად განათლებაზე შეხედულებების შეცვლაში, სწორედაც მას ეკუთვნის ნაწარმოები „გამოცდილება და განათლება“. დიუის ზემოთხსენებულ ნაშრომში ერთ-ერთი საგულისხმო და შეხედვისთანავე თვალში საცემი თემაა ის თუ როგორ აკრიტიკებს იგი ტრადიციული განათლების მეთოდებსა და შინაარსს.

ჯონ დიუი Read More »

ბლოკი

მარკ ბლოკი

მარკ ბლოკი ფრანგიისტორიკოსი და „ანალების“ სკოლის ერთ-ერთი წარმომადგენელია. მას ეკუთვნის ერთ-ერთი აქტუალური ნაწარმოები, რომელსაც „ისტორიის აპოლოგია“ ჰქვია. ნაწარმოებში ბლოკი ძირითადად ილაშქრებს ტრადიციული ისტორიოგრაფიის წინააღმდეგ და გვაჩვენებს როგორ წინააღმდეგობაში მოდის იგი ისტორიოგრაფიის თანამედროვე გაგებასთან. ყველაფრის უკეთ გასაგებად ჯერ მთავარია გავიგოთ რას ნიშნავს ისტორია და რა არის მისი დანიშნულება. ისტორია არის მეცნიერება რომელიც დიდი ხანია არსებობს და

მარკ ბლოკი Read More »

კონრად ზაქარიას ლორენცი

კონრად ზაქარიას ლორენცი მე-20 საუკუნის გამოჩენილი ბუნებისმეტყველი და ნობელის პრემიის ლაურეატია. მან ჩაუყარა საფუძველი ეთოლოგიას, როგორც ადამიანისა და ცხოველის ქცევების შემსწავლელ მეცნიერებას. ლორენცი ფიზიოლოგიის უნივერსიტეტის დაარსებასთან ერთად სახელგანთქმულია თავისი ნაშრომებითაც. ამ ნაშრომებიდან ერთ-ერთია „ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა“, სადაც იგი სწორედაც რომ იმ პრობლემებზე საუბრობს რომლებსაც ადამიანების უკიდურესობამდე მიყვანა შეუძლია.კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვათაგან ერთ-ერთი პირველი

კონრად ზაქარიას ლორენცი Read More »