დარვინი

ჩარლზ დარვინი


ჩარლზ დარვინი მეცხრამეტე საუკუნის ინგლისელი მოღვაწეა. იგი ის ერთ-ერთი ადამიანია, რომელსაც კაცობრიობის ისტორიაში დიდი წვლილი მიუძღვის და დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. დარვინს რამდენიმე ნაშრომთან ერთად ეკუთვნის თეორიები ევოლუციის შესახებაც.

სიტყვა უვოლუცია ნიშნავს განვითარებას, სახეცვლილებას, დარვინი კი მის ამგვარად გაგებას გვთავაზობს, რომ დედამიწაზე ორგანიზმები მუდმივი ევოლუციის შედეგად წარმოიშვნენ. ეს ორგანიზმები მუდმივად განიცდიან პროგრესს ანუ ევოლუციას და ამაზე დაყრდნობითა და დარვინის აზრით შეიძლება ითქვას, რომ ცხოველებსა და მცენარეებს ოდესღაც საერთო წინაპარიჰყავდათ(დარვინი2018,7).დარცინისმიხედვითევოლუციისმამოძრავებელძალებს წარმოადგენს მემკვიდრეობითობა, ცვალებადობა და გადარჩევა. მემკვიდრეობა არის ის ძალა რომელიც ყველა ცოცხალ ორგანიზმს შესწევს, მემკვიდრეობითობის საშუალებით გადაეცემა შვილს მშობლის ნიშნები. მაგალითისთვის ზუსტადაც მემკვიდრეობის დამსახურებაა ის, რომ ადამიანი ადამიანს, ცხოველი-ცხოველს, ფრინველი-ფრინველს ან მცენარე მცენარეს შობს. ასევე მემკვიდრეობის დამსახურებაა ისიც, რომ შვილი მშობელს ემსგავშსება რაღაც ნიშნებით როგორც გარეგნულად ასევე შესაძლოა ხასიათებითაც კი.

ცვალებადობა რომელსაც ხშირად მოდიფიკაციასაც უწოდებენ ხოლმე ნიშნავს იმას როდესაც შვილი ან ნაყოფი რაღაც ნიშნებით განსხვავდება მშობლისგან. მოდიფიკაცია შესაძლოა მიღებული იყვეს რეკომბინაციით ან მუტაციით. რეკომბინაცია ხდება დნმ-ის მონაცემების გადანაწილებით შთამომავლობაში ხოლო მოდიფიკაცია დნმ-ის სტრუქტურის შემთხვევითი ცვლილებით. ევოლუციის მესამე მამოძრავებელი მექანიზმი კი ბუნებრივი გადარჩევაა, ეს დამოკიდებული შეიძლება იყოს საცხოვრებელ გარემოზე, პირობებზე ან სხვა და ზუსტად ბუნებრივი გადარჩევაა რაც გამოარჩევს ინდივიდებს იგივე სახეობის სხვა ინდივიდებისგან. ამის უკეთ გასაგებად დარვინი გვთავაზობს პეპლების მაგალითს. პეპელა რომელიც ხეზე ცხოვრობს უნდა იყოს მუქი შეფერილობის რათა არ იყოს ადვილად შესამჩნევი და შეძლოს მტაცებლისგან დამალვა, თუ ეს პეპელა დარჩება ღია შეფერილობის რა თქმა უნდა იგი მტაცებლისთვის ადვილად მოსანადირებელი იქნება (დარვინი 2018, 14). აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნებრივი გადარჩევის ერთ-ერთი მიზეზი სწორედაც – თავის გადარჩენაა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ბუნებრივი გადარჩევა არის ის რითიც ინდივიდებს, პოპულაციებს შეუძლიათ თავის გადარჩენა ან დიდხანს გაძლება. ბუნებრივი გადარჩევა არის ხანგრძლივი პროცესი რომელში შემავალი სახეობები საჭიროებიდან გამომდინარე გამოიმუშავებენ ისეთ თვისებებს რომლებიც მათ სასიკეთოდ წაადგებათ როგორც მოცემულ მომნტში ასევე გრძელვადიან პერიოდში და შთამომავლობებშიც კი. ხოლო ადამიანის მიერ ნაწარმოები გადარჩევა მეტწილად მორგებულია მის სარგებელზე და ნაკლებადაა ორიენტირებული ინდივიდის შენარჩუნებზე. ადამიანის მიერ ნაწარმოებ გადარჩევას მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა გამაოგნებელი შედეგიც კი ჰქონდეს მაგრამ ყველაზე

დიდი ნაკლი ისაა, რომ იგი არაა გათვლილი გრძელვადიან პერიოდზე და ამ პერიოდში შესაძლოა ადამიანის უხეში ჩარევის შედეგად შთამომავლობების განადგურებამდეც კი მივიდეთ.

ცალკეულ ინდივიდებსა თუ სახეობებს უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის. გადარჩენისთვის ბრძოლა შესაძლოა წარიმართოს როგორც სახეობებს შიგნით ასევე სახეობებს ან ინდივიდებს შორის. მაგალითიდ შიდასახეობრივ ბრძოლას შეგვიძლია წავაწყდეთ საკვბის გამო, სახეობათაშორის ბრძოლას საცხოვრებელი არეალის გამო ან სხვა. რადგანაც ვახსენბთ ბრძოლას ამ პროცესში არ უნდა მოვიაზროთ მხოლოდ სულიერი არსებები. არსებობისთვის ბრძოლაუწევთ მცენარეებსაც, მაგალითად მცენარე რომლის თესლიც ცხოველებისთის საკვებ წყაროს წარმოადგენს შესაძლოა ვეღარ გამრავლდეს, ამის გამო მას უწევს საკუთარი თესლი მყარი ზედაპირით ან სულაც ეკლებით დაფაროს. ამ მცირე სახეცვლილებებს ხანგრძლივ პერიოდში მივყავართ ბუნებრივ გადარჩევამდე და შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლა გადარჩენისთვის დიდ როლსთამაშობს ბუნებბრივ გადარჩევაში. როგორც დარვინი ამბობს ინდივიდები მუდმივად მრავლდებიან, მაგალითად არსებობს ისეთი მცენარე რომელმაც ათი წლის განმავლობაში რამდენიმე კუნძული სრულიად გადაფარა, ასევე არსებობს ბუზების ისეთისახეობარომელთაცშეუძიათრამდენიმეწელიწადშიმთლიანად„დაიპყრონ“დედამიწა. აქედან გამომდინარე საჭიროა არსებობდეს ამ ყველაფრის ხელის შემშლელი ფაქტორი რომელიც არ გასცდება ზომიერებას, ამის კარგი მაგალითი კი ისევ და ისევ არსბობისთვის ბრძოლაა. სწორედ იმ კვერცხიჭამია მწერების დამსახურებაა დრეს დედამიწას ბუზების დიდი პოპულაცია რომ არაა მოდებული. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ არსებობისთვის ბრძოლა საჭირო კი არა აუცილებელიც კია.

როგორც ზემოთ უკვე არაერთხელ ვახსენეთ ევოლუცია განსაზღვრავს შთამომავლობის სახეცვლილებას და შეგვიძლია ვთქვათ რომ იგი ასევე არეგულირებს დედამიწაზე სახეობათა სიმრავლეს. როგორც დარვინი ამბობს ინდივიდებს შორის ბრძოლა სამუდამოდ არ გრძელდება, „დამარცხებული მაშინვე კვდება, საბოლოოდ, მხოლოდ ყველაზე ძლიერები, ჯანმრთელები და ბედნიერები გადარჩებიან და გამრავლდებიან.“ (დარვინი 2018, 32) ამ მოსაზრებას კი ძირს ისევ და ისევ დარვინისეული ევოლუციის თეორია უმაგრებს. რაოდენობას განსაზღვრავს ევოლუცია და მისი მეშვეობით იქნება მიღწეული ის ფაქტი, რომ დედამიწაზე არ დაიბადოს იმაზე მეტი არსება ვიდრე ეს საჭირო, შესაძლებელი და მიზანშეწონილია. დედამიწი გათვლილია გარკვეული რაოდენობის ცოცხაი და არაცოცხალი სახეობების დასატევად და ამ რაოდენობას გადაჭარბება ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს, ზუსტადაც ამ ყველაფრის რეგულირებისთვისაა საჭირო ბუნებრივი გადარჩევა, ბრძოლა არსებობისთვის.