ჟან-პოლ სარტრი მე-20 საუკუნის ფრანგი მოღვაწე, ესეისტი, პოლიტიკური აქტივისტი და ლიტერატურული კრიტიკოსია. მას ეკუთვნის ერთ-ერთი
პოპულარული ნაწარმოები „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“.
სარტრის ნაწარმოების ერთ ერთი მთავარი გზავნილი მდგომარეობს შემდეგ სიტყვებში „არსი წინ უსწრებს არსებობას“ (სარტრი 2018, 317). როგორც ავტორი გვეუბნება ნებისმიერი რაღაცის არსი, სანამ იგი ჩამოყალიბდება, წინ უსწრებს არსებობას. სარტრის აზრით არ არსებობს ისეთი ნივთი რომელიც უბრალოდ შეიქმნა და მისი გამოყება ადამიანმა ვერ ჰპოვა რასაც ნათლად გვაჩვენებს ქაღალდის საჭრელის მაგალითზე. ის ადამიანი რომელიც ამზადებს ქაღალდის საჭრელს უკვე გარკვეულია მის არსში, იცის მისი დანიშნულება და მის დასამზადებლად ხელმძღვანელობს უკვე არსებული „რეცეფტით“. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე დამზადებულ ნივთს წინ უსწრებს მისი არსი.
ავტორის თქმით მე-20 საუკუნეში ხშირი იყო ეგზისტენციალიზმის კრიტიკა და ხშირად მას ცუდ მანერასთან აიგივებდნენ. სარტრი იხსენებს იმას თუ როგორ მოიხადა ქალბატონმა ბოდიში ცუდი სიტყვის შემდეგ მგონი ეგზისტენციალისტი ვხდებიო. ეგზისტენციალიზმი ყოველთვის ადამიანის მოვალეობებს უსვამს ხაზს და რაოდენ მართალიც არ უნდა იყოს ის მაინც ხდება კრიტიკის მსხვერპლი. ხშირად მას ადანაშაულებენ თითქოს და ადამიანებს მოუწოდებს უმოქმედობისკენ და უბიძგებს მჭვრეტელობით ფილოსოფიის მიცემისკენ, აკრიტიკებენ იმის გამო, რომ თითქოს ადამიანებში მხოლოდ მათ ავთვისებიანობას უსვამს ხაზს, კრიტიკის მსხვრპლი ხდება ქრისტიანთა მხრიდან იმის გამოც, რომ ხდება ადამიანური წამოწყებათა სინამდვილისა და სერიოზულობის უარყოფაო (სარტრი 2018, 315), თუმცა სარტრი ამის საპირწონედ პასუხობს, რომ ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმი სწორედაც იმიტომაა, რომ ყველაფრის ცენტრში ადამიანი დგასო. ადამიანის განვითარებისათვის საჭიროა ობიექტურობა, შეცდომების დანახვა და სწორი კრიტიკაც კი, რაც რაღაც მასებისთვის დასაგმობი სულ იქნება.
სარტრი ნაშრომში განიხილავს ათეისტურ ეგზისტენციალიზმსაც, რომლის წარმომადგენელიც თვითონვეა. ათეისტურ ეგზისტენციალიზმს მიაჩნია, რომ არსებობა წინ უსწრებს არსს, ანუ ადამიანი ჯერ იბადება და შემდეგ იგი თვითონვე არკვევს რა უნდა მას, არკვევს საკუთარ დანიშნულებას, ანუ არსს. ავტორი გვეუბნება, რომ „არ არსებობს ადამიანის ბუნება, ვინაიდან არ არსებობს ღმერთი, რომელსაც მისი გაგება ექნებოდა“ (სარტრი 2018, 318), რაშიც იგულისხმება ის ფაქტი, რომ ქაღალდის საჭრელის მაგალითისგან განსხვავებით და ღმერთის არ არსებობიდან გამომდინარე ადამიანს არ აქვს წინასწარ განსაზღვრული არსი და იგი მხოლოდ არსებობის შემდეგ იგებს საკუთარ არსს. ქაღალდის საჭრელი საჭიროებიდან გამომდინარე და მისი არსის გათვალისწინებით იქმნებოდა ხოლო ადამიანი იქმნება იმისთვის რომ იპოვოს არსი და გაუჩნდეს საჭიროებები. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც თუ როგორაა ღმერთის არსებობა არ არსებობა ადამიანზე დამოკიდებული. როგორც უკვე ვახსენეთ ყველა ადამიანი განსხვავებულია და შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრული რელიგიური მოცემულობა ყველას მოერგოს. მნიშვნელოვანია ის თუ რამდენადაა შენთვის ესა თუ ის რწმენა ავთენტური და ჭეშმარიტი და არა ის არის თუ არა იგი საკუთარ არსში ჭეშმარიტი. ვინაიდან და რადგანაც ათეისტური ეგზისტენციალიზმი გვეუბნება, რომ „არსებობა წინ უსწრებს არსს“, ამავდროულად ადამიანი თვითონ აყალიბებს საკუთარ არსს, იგი გვაჩვენებს იმ ეტაპებს რომელსაც ადამიანი გადის საკუთარი თავის „არსებად“ გარდაქმნისას. ადამიანი საკუთარი სურვილისდა მიუხედავად ევლინება სამყაროს და ხორცი ესხმევა არსებობას, ამის შემდეგ ადამიანი ისეთად იქმნება როგორადაც აქვევს საკუთარ თავს და უკვე შეძლებს გაარკვიოს თავისი არსი. არსის გაგების შემდეგ კი ადამიანს უკვე ძალუძს საკუთარი თავის გაგება. ამ ყოველივეს შემდეგ კი ადამიანს კი არ შეუძლია იყოს ისეთი როგორიცაა არამედ შეუძია აქციოს საკუთარი თავის ისეთად როგორიც უნდა, რომ იყოს – „ის მხოლოდ მოგვიანებით იქნება ისეთი როგორადაც საკუთარ თავს აქცევს“ (ლორენცი 2018, 318).
სარტრის აზრით გრძნობებს ჩვენს მიერ ჩადენილი ქმედებები აყალიბებს და წინასწარ იმის განსაზღვრა თუ რა სჯობს ან ამჯობინებდა შეუძებელია. მას მოჰყავს
დედაშვილის მაგალითი და ამბობს რომ სანამ შვილი არ მიიღებს გადაწყვეტილებას მას არ შეეძლება გადაჭრით თქვას რა ემჯობინებოდა ხოლო თუ მას გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება და დახმარებას ვინმეს სთხოვს მას უკვე ეცოდინება რას უპასუხებენ ანუ გამოდი, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება მისი მიღებულია და ნებისმიერი გადაწყვეტილება რაღაც ზეგავლენის მომხდენია როგორც საკუთარ თავზე ასევე გარშემომყოფებზე.
სარტრი წერს შიშზე და გვეუბნება, რომ ყველა ადამიანში არის შიშის გრძნობა ხოლო ისინი ვინც ამას უარყოფენ უბრალოდ საკუთარ თავს უმალავენ ამ შიშს. როდესაც შიშს ვნიღბავთ ის თვალსაჩინო ხდება ხოლმე და ასეთ შიშს უწოდებს ავტორი კირკეგორისეულ აბრაამის შიშს. აბრაამს გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა საკუთარი შვილი ღვერთისთვის შერწირა. მართალია აბრაამს რწმენა საქმეში ჩაეთვალა თუმცა მას შეეძლო ეჭვი შეჰპარვოდა „ანგელოზის ანგელოზობაში“ და სწორედ აქ იხატება არჩევნის გაკეთების გზა. იგი იყო თავისუფალი საკუთარ არჩევანში და შეეძლო საკუთარი შვილი მართლაც, რომ შეეწირა ღმერთისთვის ან ანგელოზისთვის არც კი მოესმინა. აქ კი უკვე შეგვიძლია ვახსენოთ სარტრის უკვდავი ფრაზა „ადამიანი დაწყევლილია, იყოს თავისუფალი“ (სარტრი 2018, 322), მას მართალი არ შეუქმნია საკუთარი თავი მაგრამ რა წამსაც სამყაროს მოევლინა უკვე გაუჩნდა მოვალეობა საკუთარ თავზე იზრუნოს და მართლაც ადამიანს მუდამ უწევს გადაწყვეტილებების მიღება და ყოველ შედეგზე თვითონაა პასუხისმგებელი.