ჯონ დიუი

ჯონ დიუი


ჯონ დიუი იყო მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების ამერიკელი მოღვაწე. იგი იყო განათლების სპეციალისტი, ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. დიუის სხვა რაღაცებთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის განათლების დემოკრატიაში და ზოგადად განათლებაზე შეხედულებების შეცვლაში, სწორედაც მას ეკუთვნის ნაწარმოები „გამოცდილება და განათლება“.

დიუის ზემოთხსენებულ ნაშრომში ერთ-ერთი საგულისხმო და შეხედვისთანავე თვალში საცემი თემაა ის თუ როგორ აკრიტიკებს იგი ტრადიციული განათლების მეთოდებსა და შინაარსს. ტარდიციული განათლება ემხრობა „ან-ან პოზიციებს“ რაც ნიშნავს რომ რაღაც საკითხი არჩეული უნდა იყოს ორ უკიდურესობას შორის, მაგალითად: ან ლმობიერება აღზრდაში – ან სიმკაცრე, რაც რა თქმა უნდა პროტესტის გამომწვევია. ასევე დიუი ამბობს, რომ ტრადიციული განათლება ცდილობს წარსულში ჩამოყალიბებული თეორიები უცვლელად ჩაუბეჭდოს აღსაზრდელებს გონებაში და იგი სულაც არაა მორგებული აწმყოზე, რაც მეტწილად ამ ცოდნას უსარგებლოს ხდის. დიუი ასევე აკრიტიკებს სკოლის მოწყობას ტრადიციული სწავლების მეთოდში, ამ შემთხვევაში მოსწავლეებს არ აქვთ თავისუფლება გამოხატონ საკუთარი, განსხვავებული, აზრი, რასაც არა პროგრესამდე არამედ რეგრესამდეც კი მივყავართ. ამ უკიდურესობების ფონზე ხსნად გვევლინება დიუის იდეები პროგრესული განათლების შესახებ. ეს უკანასკნელი არ ცდილობს ძალდატანებით სწავლის გადაცემას არამედ მისი მიზანია გაამარტივოს და გაახალისოს სწავლება. პროგრესული განათლება უპირისპირდება იმას, რომ განათლების მიღება მხოლოდ წიგნებიდან შეიძლება. ასევე მისი მთავარი მიზანი ინდივიდუალურობის გამოხატვა და განვითარებაა. იმისთვის, რომ პროგრესული განთლება ისეთივე დოგმატური არ გახდეს როგორიც იყო ტრადიციული განათლება საჭიროა მისი კონტროლი, გადაფასება. „ნებისმიერი თეორია და პრაქტიკა, რომელიც კრიტიკული თვალით არ უყურებს მის მიერ არჩეულ პრინციპებს, თავისთავად დოგმატურია“(დიუი 2018, 108) სწორედაც ამოტომ არ უნდა იკრძალებოდეს კრიტიკა რადგანაც ზუსტად ჯანსაღი კრიტიკის საფუძველზე ხდება შეცდომების აღმოფხვრა და გამოსწორება.

პროგრეული სწავლების იდეაში დიდ როლს თამაშობს გამოცდილება. გამოცდილება ეს ისაა რასაც ადამიანი საკუთარი ცხოვრების განმავლობაში აგროვებს, მისი წარმატებულობისთვის კი მთავარია ორ რაღაცას აკმაყოფილებდეს: იყოს უწყვეტი და ურთიერთქმედებდეს, მოდიოდეს თანხვედრაში სხვა გამოცდილებებთან. როდესაც ადამიანი მიიღებს რაღაც გამოცდილებას იგი იმით არ უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყვიტოს მისი მიღება. ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და აუცილებელია ერთ გამოცდილებას მეორე დავუმატოთ, მეორეს – მესამე და ასე განვაგრძოთ

გამოძდილების უწყვეტად მიღება. გამოცდილებების ურთიერთქმედება კი ნიშნავს იმას, რომ ისინი თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან და მათი იდეები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდეს. ეს ყოველივე საჭიროიმისთვისაა, რომ დიუის აზრით გამოცდილებები განაგრძობენ არსებობას შემდგომ გამოცდილებებში რასაც „გამოცდილების კონტინიუმი ეწოდება“. გამოცდილებისკონტინიუმის წარმატებისთვის კი საჭიროა გამოცდილებების ურთიერთჰარმონიული თანაარსებობა. ამ უკანასკნელს დიდი როლი უკავია საგანმანათლებლო- აღმზრდელობით გამოყენებაში. რადგანაც გამოცდილებას ერთ-ერთი ფუნდამენტური როლი უკავია ტრადიციულ განათლებაში, სწორედაც რელევანტური და სასარგებლო გამოცდილება მიგვიყვანს მის განვითარებამდე.

პროგრესულ განათლებაში დიდ როლს თამაშობს მასზე მორგებული ორგანიზაციის იდეა. ტარდიციული განათლებისგან განსხვავებით მისი მიზანია მოსწავლე და მასწავლებელი თანაბარ სიმაღლეზე დააყენოს, მოხდეს ღირებულებების თანაბრად გაზიარება და გააზრება. როგორც დიუი ამბობს ბავშვების უმეტესობა კომუნიკაბელურია, უყვართ საკუთარი იდეების გაზიარება, მათზე მორგებული სასწავლო გარემოპირობები და მათი მოსმენა კი ზრის პროგრესული განათლების პოპულარობას. ასევე მისი პოპულარულობის ერთ-ერთი მიზეზი მისი დემოკრატიულობაა, ყველას აზრი ძვირად ფასობს და საკუთარ მოსაზრებებს ტავს არ გვახვევს.

სასწავლო პრცესის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორად შეიძლება იქცეს ის უპირატესობა, რომელსაც ზემდგომი გამოხატავს. ამის თავიდან ასაცილებლად დიუი საუბრობს „სოციალური კონტროლის მნიშვნელობაზე“, იგი გულისხმობს იმას, როდესაც ჩვენ ვასრულებთ რაღაცას მაგრა ჩვენსავე სასიკეთოს სახელით. ანუ სხვის მიერ ჩამოყალიბებული კანონები ან რწმენები არ აღიქმება ბრაძანება-დაძალებად. დიუი ამბობს, რომ „ინდივიდუალურ ქმედებებს აკონტროლებს მათთვის საერთო სიტუაციები“(დიუი 2018, 129) და ეს ასეცაა. ჩვენ ვემორჩილებით რაღაც წესებს ისე, რომ შესაძლოა ვერც კი ვიაზრებთ მას მაგრამ ეს იმისთვის ხდება, რომ ურთიერთთანამშრომლობა დასტაბილურდეს, დამყარდეს წესრიგი და არ მივიდეთ ცუდ შედეგამდე. ტრადიციული განათლების დროს კი წესრიგს ძირითადად მასწავლებელი იცავდა, ეს განპირობებული იყო იმით, რომ არ იყო თანასწორობა, მის ხელში სუფევდა ძალა წესრიგის დასაცავად, წესრიგისთვის ბევრი არამართებული საშუალება იყო ნებადართული და გარკვეულწილად დიდ როლს ისიც თამაშობდა, რომ მისი მთავარი როლი მხოლოდ წიგნიდან აღებული განათლების გადაცემა იყო მოსწავლისთის.

ჯონ დიუი ამბობს, რომ „განათლება თავისი არსით სოციალურია“ (დიუი 2018, 133) რაშიც იგულისხმება ის, რომ გამოცდილების განცითარება რომელსაც დიდი როლი

მიუძღვის განათლებაში, ხდება სოციალური ურთიერთქმედებების შედეგად. მასწავლებელს კი არ უნდა დავაკარგვინოთ თავისი როლი, არამედ ისიც იმ საზოგადოების წევრად უნდა მივიჩნიოთ სადაც ხდება მოსწავლეთა განვითარება. ამის შედეგად ურთიერთოა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის იქნება მსგავსი მეგობრული ურთიერთობისა რაც კარგ შედეგს მოგვცემს. როგორც ზემოთ ვახსენეთ, განათლების პროცესში ასევე დიდი როლი უჭირავს თავისუფლებას. თავისუფლება არის ის, როდესაც მოსწავლეს შეუძლია გამოთქვას უკმაყოფილება, მიიღოს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ან ჰქონდეს თავისუფალი კომუნიკაცია თავისზე მაღლა მდგომთან. სწორედაც თავისუფლების დროს, რომელიც არ სცდება დისციპლინის საზღვრებს, გააცნობიერებს მოსწავლე თუ რატომ სჭირდება რაიმეს სწავლა და შეძლებს იპოვოს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში.

ავტორი ამბობს, რომ განათლებაში დიდ როლს გამოცდილება თამაშობს, აქედან გამომდინარე კი ცოდნის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი მიზეზ-შედეგობრივი კავშირებია. სწორედ ესაა ის რაც გვიბიძგებს იმისკენ, რომ რაღც მოვლენაში მისი გამომწვევი ფაქტორი ვეძებოთ. მაგალითად თუ ვანთებთ სიათლეს ისიც გავიგოთ რა მიზეზით ვაკეთებთ ამას და ამ კავშირებს მივყავართ რაღაც ცოდნის შეძენამდე. მიზნების განსახორციელებლად შერჩეულ ოპერაციებს ლოგიკოსები „ანალიზსა და სინთეზს უწოდებენ“. თუ რაიმეს გაკეთება ვგეგმავთ მაშინ ეს უნდა იყოს დაგეგმილი ანუ მიზანმიმართული ქმედება, რაც ნიშნავს, რომ შევარჩიოთ მიზნის განსახორციელებლად საშუალებები,მოვახდინოთ მათი ანალიზი და შევძლოთ ამ საშუალებების სინთეზი, ერთმანეთთან დაკავშირება. მაგალითისთვის, ჩემი აზრით, თუ მოგვინდება, რომ განათლების სფეროში გავატაროთ რაღაც ახალი ღონისძიებე ჯერ უნდა გავაკეთოთ მისი ანალიზი, რამდენად მოერგრბა იგი რეალობას ხოლო შემდეგ ვეცადოთ მისიგანხორციელების გზების ძებნა და ამ გზების ერთმანეთთნ სინთეზით დავამტკიცოთ ჩვენი ინოვაციის მიზანმიმართულობა.