კონრად ზაქარიას ლორენცი


კონრად ზაქარიას ლორენცი მე-20 საუკუნის გამოჩენილი ბუნებისმეტყველი და ნობელის პრემიის ლაურეატია. მან ჩაუყარა საფუძველი ეთოლოგიას, როგორც ადამიანისა და ცხოველის ქცევების შემსწავლელ მეცნიერებას. ლორენცი ფიზიოლოგიის უნივერსიტეტის დაარსებასთან ერთად სახელგანთქმულია თავისი ნაშრომებითაც. ამ ნაშრომებიდან ერთ-ერთია „ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა“, სადაც იგი სწორედაც რომ იმ პრობლემებზე საუბრობს

რომლებსაც ადამიანების უკიდურესობამდე მიყვანა შეუძლია.
კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვათაგან ერთ-ერთი პირველი და ძირეულია ჭარბი მოსახლეობა. ის პრობლემები რაც კაცობრიობას ხელს უშლის და საფრთხეს უქმნის მომდინარეობს კაცობრიობის სწრაფი ზრდისგან. როგორც ვიცით არც ერთ სახეობას დედამიწაზე უსასრულოდ გამრავლება არ შეუძლია, ამ ყველაფერს არეგულირებს ბუნებრივი ფაქტორები მაგრამ იმ შემთხვევაში როდესაც ადამიანი საკუთარი კეთილდღეობისთვის ცდილობს ხელჰყოს წესრიგი ამით იგი საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. ლორენცი ადამიანის უნიკალური თვისებების დაკარგვის მიზეზადაც კაცობრიობის სიმჭიდროვის ზრდას მიიჩნევს, რომელსაც ქვემოთ უფრო დეტალურად განვიხილავთ.
დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მცდარი შეხედულება იმის შესახებ, რომ ბუნებრივი რესურსები ამოუწურავია რასაც ავტორი არასწორს უწოდებს და აქვე კაცობრიობის მეორე მომაკვდინებელ ცოდვად სასიცოცხლო სივრცის გაჩანაგებას თვლის. მისი აზრით და ეს ასეცაა, რომ ბუნება გაჩანაგებისკენაა მიმართული. ადამიანის მცირე ჩარევას საკუთარი თავის სასიკეთოდ გაანადგუროს რაიმე სახეობა, მაგალოღისთვის, მოიტანს იმ შედეგს, რომ ამ სახეობაზე დამოკიდებული სხვა სახეობაც განადგურდება. მაგალითად რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად თუ ადამიანი გადაწყვეტს გარკვეულ ტერიტორიაზე მოსპოს მტაცებლები ეს გამოიწვევს მღრღნელების მომრავლებას რაც თავის მხრივ გაანადგურებს საფარს. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ საკუთარი სურვილების

დასაკმაყოფილებლად უნდა შევეცადოთ არ გავანადგუროთ ჩვენივე სასიცოცხლო გარემო.
ავტორი ერთ-ერთ ცოდვად საკუთარ თავთან შეჯიბრს ასახელებს. ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი კონკურენციაა. ლორენცის თქმით, ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით ადამიანებმა შეძლეს და გაიმარჯვეს ბუნებრივ ძალებზე. დომინირებისაკენ ერთადერთი შესაძლებლობა თანამემამულეებზე გამარჯვების საშუალება გახდა თუმცა ამ პროცესში ადამიანი ცდილობს გადაასწროს საკუთარ თავსაც კი. შიში მას არ აძლევს იმის შესაძლებლობას დარჩეს საკუთარ თავთან და იფიქროს რასაც თავის მხრივ მივყავართ ადამიანში ადამიანურის ანუ აზროვნებისა და ფიქრის დაკარგვამდე. ვინაიდან და რადგანაც ეს ყოველივე ერთმანეთშია გადაჯაჭვული ამ უკანასკნელებთან ერთად თავს იჩენს მეოთხე ცოდვაც რომელსაც გრძნობების გაცივება ჰქვია. ადამიანს აღარ აქვს საკუთარი მიღწევებით ტკბობის სიმძაფრე და იგი თითქმის „უკანასკნელ ადამიანს ემსგავსება“. ფარმაკოლოგიის განვითარებამ ადამიანს შეუქმნა კომფორტის უდუდესი წყარო. მანამდე თუ მას შეეძლო მოეთმინა ტკივილი და შემდეგ განკურნებულს შეეგრძნო ცხოვრების სიტკბო ახლა ადამიანს შეუძლია მცირე ტკივილიც კი გააყუჩოს და ვერც გაიგოს მისი დათრგუნვით მიღებული სიამოვნება. ამ ყველაფერს ემატება მოთხოვნილებების მაშინვე დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ამით მოთხოვნილებები მუდმივად იზრდება, მათი დაკმაყოფილება ძნელდება მაგრამ ამ ყველაფრით ტკბობა იკლებს, ეს იმის მსგავსია რასაც ეკონომისტები მზარდ უკუგებას უწოდებენ.

გარემო პირობების შეცვლა და გადაგვარება ადამიანის გენეტიკურ გადაგვარებასაც იწვევს რასაც ავტორი ერთ-ერთ ცოდვად მიიჩნევს. ზრდასრულ ადამიანებს გააჩნიათ მუდმივი სწრაფვა სიამოვნებისაკენ, მოთხოვნილებების სწრაფად დაკმაყოფილების სურვილი ან სხვებისადმი გულგრილობა რაც დანაშაულის მიზეზიც კი ხდება. ადამიანები იმდენათ კარგავენ საკუთარ სახეს, რომ ეკარგებათ ალტრუიზმის გრძნობა. მათ აღარ აქვთ სურვილი უანგაროდ დაეხმარონ ვინმეს. მართალია რაღაც-რაღაც ცვლილებები ადიანებს გადაეცემათ შთამომავლობით მაგრამ ხშირად გვაქვს საქმე იმ შემთხვევასთან როდესაც ახალი თაობები ვეღარ

უგებენ ძველ თაობებს და ამის შედეგი ხშირად ტრადიციებისგან მოწყვეტაა. ახალ ტაობას უჩნდება სურვილი უარი თქვას ძველ ტრადიციებზე და ჩამოაყალიბოს რაღაც ახალი. ამ „ბრძოლაში“ ხშირად ვერ იღვალისწინებენ იმას, რომ ყველა ტრადიციაზე ერთიანად უარის თქმამ შესაძლოა კულტურის გადაგვარებამდე მიგვიყვანოს. ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური იქნება ძველი ტრადიციების გადარჩევა, სასარგებლოს დატოვება და უსარგებლოზე უბრალოდ უარის თქმა. ლორენცი მეშვიდე ცოდვად ძალზედ კომპლექსურ საკითხს აყენებს რასაც ინდოქტრინაცია ჰქვია. ამ დროს ძირითადი დარტყმა ადამიანის ინდივიდუალიზმს ადგება. ინდოქტრინაცია მეცნიერულად დაუდასტურებელი რაღაც თეორიებია, რომლებსაც ადამიანები ქმნიან და ამის ძირითადი მიზანი და დანიშნულება მასების მართვა და მათზე გავლენის დამყარებაა. ვინაიდან და რადგანაც ინდოქტრინაციის მიზანი ინდივიდუალურობის მოსპობაა მისი უარმყოფელი ადამიანი იდევნება მასების მიერ ხოლო ის ხალხი ვინც ამ დოქტრინების გამტარებელი ხდება მარიონეტივით ადვილად სამართავია. როგორც არაერთხელ ვახსენე ლორენცის მიერ ზემოთ ხსენებული ცოდვები ერთმანეთს ჯაჭვურად ემბის და მათი ერთობლიობით იქმნება მომაკვდინებელი იარაღი როგორც პირდაპირი ასევე ირიბი გაგებით. ამ ყველაფერს მივყავართ მერვე მომაკვდინებელ ცოდვამდე რომელიც ადამიანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნაა. ავტორს ეს უკანასკნელი ცოდვა დანარჩენებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად საშიშად მიაჩნია რათა მისი თავიდან აცილება და ბირთბული აფეთქების არიდება უბრალოდ ღილაკზე თითის არ დაჭერით შეიძლება, თუმცა თუ შევძლებთ და მოვახერხებთ ზემოთხსენებული შვიდი ცოდვის არიდებას მაშინ უბრალოდ არ გაგვიჩნდება სურვილი მერვე ცოდვის ანუ ბირთვული იარაღის გამოყენებისა.