platon

პლატონი


პლატონი ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე-მეხუთე საუკუნეების მოღვაწეა. მან დაგვიტოვა ათობით ღირებული ნაწარმოები რომელთა შორისაა ,,სახელმწიფო”. პლატონის შემოქმედების უკვდავმყოფელობაში დიდი წვლილი მიუძღვის თავის მასწავლებელს, სოკრატეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი ნაწარმოებების ერთ-ერთი მახასიათებელია ტექსტის ფორმა. პლატონის შემოქმედები ძირითადად დაწერილია ლიალოგის სტილში.

პლატონი ,,სახელმწიფოში” განიხილავს ისეთ თემას, როგორიცაა ორ სამყაროს შორის ურთიერთობა. ესენია: თვალით ხილული და გონებით საწვდომი სამყაროები. ადამიანი არის ქმნილება, რომელსაც დაბადებისანვე აქვს ისეთი უნარები როგორიცაა, გემოს აღქმა, სუნის შეგრძნება, მოსმენა, საგნების დანახვა და სხვა. ეს ყველაფერი ბიოლოგიური თვისებებია, რომელიც ძირითადად ყველას შესწევს, მაგრამ ცოტას თუ შეუძლია აღქმული საგნების მიღმა დაინახოს სხვა სამყარო. ზუსტად ამ ყველაფრის დასანახადაა მთავარი სიკეთიე. მაგალითად თუ მე მინდა ვიყიდო ჭიქა და ვერ ვხედავ მის სიკეთეს, ამ შემთხვევაში ჭიქას სწორად ვერ გამოვიყენებ და უკვე მის ქონას მნიშვნელობა აღარ ექნება.

შესაძლებელია, რომ ადამიანი ფლობდეს უზარმაზარ ცოდნას მაგალითად ასტროლოგიაში, მედიცინაში ან სულაც გეოლოგიაში მაგრამ თუ მან არ იცის მისი სიკეთე ეს ცოდნა უბრალოდ უვარგისი იქნება: ,,სიკეთის იდეას კარგად არ ვიცნობთ-მეთქი. და რაკი არ ვიცნობთ, ამიტომ ყოველივე დანარჩენი კარგად რომ ვიცოდეთ, მერწმუნე, ეს ცოდნა არას გვარგია” (პლატონი 2017, 33). მართლაც, რომ სიკეთის იდეა ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილა. ყველაფრის საწყისში თუ სიკეთე იქნება მაშინ საქმეც ასი პროცენტით შესრულდება. ადამიანი საკუთარ სულს არგებს მაშინ თუ ვინმეს საკუთარი არსებობით გამოადგება და ეს ყველადერი კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ გააცნობიერებს სიკეთის იდეას და მხოლოთ თვალით ხილულ სამყაროში არ გალევს ცხოვრების წლებს: ,,,სიკეთის იდეაა ყველაზე მნიშვნელოვანი. სამართლიანობაცა და ყველა სხვა სიქველეც სწორედ მისი წყალობითაა სასარგებლო და ვარგისი” (პლატონი 2017, 33).

პლატონს ტექსტში მოყვანილი ჰყავს ,,წრფის შედარება”, სადაც ყველაზე პატარა ადგილი საგნების ანარეკლებს ეთმობა ხოლო ყველაზე დიდი — იდეებს. ჩრდილებში და ლანდებში ყველაზე ნაკლებია რეალობა. ისინი საგნების ხარჯზე ცოცხლობენ და მაინც და მაინც დიდი სარგებელი ვერ მოაქვთ ანუ ვერ გამოირჩევიან სიკეთით, მაგრამ იდეებს შეუძლიათ შეუძლებელიც კი გააკეთონ. რატომ ვცხოვრობთ ლანდების ცხოვრებით თუ შეგვიძლია, რომ ვიყოთ მათზე მეტი? ამ კითხვის საკუთარ თავთან დასმავც კი მცირედით მაგრამ მაინც მიგვაახლოებს ჭეშმარიტ იდეასთან. ჭეშმარიტი იდეა კი მოგვცემს იმის შანსს, რომ შევიმეცნოთ სიკეთის არსი.

ავტორი სიკეთის იდეის ჩვენთვის უკეთ წარმოსაჩენად იყენებს მღვიმის ალეგორიას. თუ მღვიმეში ადამიანები ჯაჭვებით იქნებიან დაბმულები და ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში უყურებენ ერთ წერტილს სადაც მხოლოდ ჩრდილები იქნებიან გამოსახულნი ისინი ამ ყველაფერს რეალობათ აღიქვამენ. თუ მათგან ერთ-ერთს გავათავისუფლებთ და ვაჩვენებთ რა არის ნამდვილო მაშინ ის ეზიარება სიმართლეს. ,,ასევეა ფილოსოფოსიც, როდესაც იგი მოაცილებს თავის მზერას ხილულ საგნებს და იდეებს მიაპყრობს გულისყურს, ის დაინახავს სიკეთის იდეასაც” ( პლატონი 2017, 10). ამ ალეგორიის მიხედვით ვხვდებით თუ რაოდენ მწარეა იცხოვრო ადამიანმა არასწორად, ჭეშმარიტებისაგან გადახვეულმა. თუ შენ შეძლებ და გააცნობიერებ სიკეთის არსს, მაშინ აღარ მოგიწევს მხოლოდ თვალით ხილულ სამყაროში ცხოვრება სადაც პრიორიტეტია რეფლექსებით ცხოვრება, მედეოვეობა, მატერიალიზმი და სხვა. სიკეთის იდეას ზიარებული შენ გაგიჩნდება სურვილი სხვასაც აუხილო თვალი მაგრამ რა საკვირველია ეს ყველაფერი არ იქნება ადვილი და დიდი ტანჯვის ფასადაც დაგიჯდება. განახვავებულს ხომ ყოველთვის მოღალატედ თვლიან, ყოველთვის სჯიან, როგორც ეს მაგალითად ხდებოდა ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში: ,,ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს — ამ სიძულვილში რაოდენოც სიყვარულია” (ჭავჭავაძე, 44).

პლატონი მზეს ადარებს სიკეთეს. როგორც უკვე ვახსენეთ არსებობს ორგვარი სამყარო. ერთ-ერთია თვალით ხილული სადაც ძირითად როლს მზე თამაშობს. ადამიანს საგნებისა და ზოგდად თვალით რაიმეს დასანახად სჭირდება სინათლე, რომლის წყაროც არის მზე. ასევე მზე გვეხმარება სიცოცხლეში, მისით ვსაზრდოობთ. გონებით ხილული სამყაროსთვის კი ასეთ მთავარ კონცეფტს სიკეთე წარმოადგენს. სიკეთის მეშვეობით შეგვიძლია გავხსნათ ხიდი გონებით საწვდომსა და თვალით ხილულ სამყაროს შორის. გონებით საწვდომ სამყარომდე მისაღწევად აუცილებელია ჩვენი გონება კონცენტრირდეს არა მის თავლწინ მდებარე საგანზე, არამედ შეძლოს და გაიხედოს მის იქით, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს: ,, მათკენ სწრაფვისას სული იძულებულია წანაძღვრებსა თუ ჰიპოთეზებს დაეყრდნოს და ამიტომაც ვერ აღწევს მათ საწყისს, რადგანაც არ შეუძლია ვარაუდის ფარგლებს გასცდეს” (პლატონი 2017, 39).

ჩემი აზრით, ადამინის ცხოვრება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მისი თვალსაწიერით. მთავარია მიზნად დავისახოთ სიკეთის იდეის შემეცნება და უბრალო მცდელობაც კი წინ გადადგმული დიდი ნაწილი იქნება. უბრალოდ მარტივად, რომ შევხედოთ სიკეთის მეშვეობით გონებით საწვდომი სამყაროს შემიცნება ძალიან საინტერესოა და საჭიროც კია, რომ ჩვენს ცხოვრებას შევმატოთ საინტერესო ელემენტები. მეორეს მხრივ კი მხოლოდ გონებით საწვდომ სამყაროში ცხოვრება იქნება ამაო.