adjarant.com და imovies.cc ფილმებისა და სერიალების საყურებლად განკუთვნილი პოპულარული საიტებია. ბოლო რამდენიმე დღეა მათ საიტზე ვხვდებით ფრაზას: ,,საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია”. მოცემული რამდენიმე დღე საიტების მომხმარებლებს უკვე რამდენიმე კვირადაც კი ეჩვენებათ.
როგორც ერთ-ერთ საიტზე ვკითხულობთ აჭარანეთი და აიმუვისი მარეგულირებელმა კომისიამ გათიშა.
ამ საიტებზე ფილმები უკანონოდ იყო განთავსებული, არ ჰქონდათ ამის უფლება ამ საიტების მეპატრონეებს, ეს მეკობრული პროდუქცია იყო. შესაბამისად, მარეგულირებელმა მოითხოვა ლეგალურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და რომ ვერ წარუდგინეს, ამის შემდეგ, მას ჰქონდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, რომ დომენები გაეთიშა.
გიგა კობალაძე – საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე
საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ საიტებს ორი გზა აქვთ. მათ ან უნდა გააუქმონ საიტები ან მოიპოვონ უფლებები იმ ფილმებსა თუ სერიალებზე, რომლებიც მათ საიტებზეა განთავსებული.
კითხვაზე თუ რატომ არ ითიშებოდა მოცემული საიტები ამდენი ხნის განმავლობაში მივიღეთ პასუხი: იმიტომ, როომ აქამდე არ არსებობდა მოცემული საიტების ლეგალური ალტერნატივა, ახლა კი ეს ალტერნატივა cavea+-ა.
რას ფიქრობთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით?