რიგობითი რიცხვითი სახელების მართლწერა


რიგობითი რიცხვითი სახელები გამოხატავენ საგნის რიგს, დაესმით კითხვა – მერამდენე? და იწარმოებიან მე- -ე პრეფიქსითა და სუფიქსებით. გამონაკლისი რიგობითი რიცხვითი სახელი რომელიც მუცემული თავსართით ან ბოლოსართით არ იწამოება არის პირველი.

პირველ რიგში შევთანხმდეთ იმაზე, რომ მე- პრეფიქსი და -ე სუფიქსი ერთად არასდროს იწერება. მაგალითად მე-21-ე არასწორია!

ახლა კი გასწავლით ყველაზე მარტივ ვარიანტს თუ როდის გამოვიყენოთ მე ან ე. მაგალითისთვის ავიღოთ მეოცე და წარმოვთქვათ მოცემული ხმამაღლა. დავინახავთ რომ სახელი დაიწყო მე პრეფიქსით, ვინაიდან და რადგანაც მე სახელის თავში იყო მას ჩავწერთ როგორც მე-20. 

თუ ოცდამეერთეს ვარიანტს განვიხილავთ და მოცემულსაც ხმამაღლა წარმოვთქვამთ მივხვდებით, რომ მე სუფიქსი აღარ აქვს. აქედან გამომდინარე ოცდამეერთეს ჩავწერთ როგორც 21-ე. 

მოცემული წესი ვრცელდება ყველა რიგობით რიცხვით სახელზე გარდა პირველისა.

ადრე პირველს ჩავწერდით როგორც 1-ლი. 2021 წელს ენათმეცნიერების ინსტიტუტმა აღნიშნული ფორმა არამართებულად მიიჩნია და მოგვიწოდეს, რომ პირველი სწორი ფორმით ჩაიწერება შემდეგნაირად: 1-ელი. ასევე ისიც მოგვიწოდეს რომ მოცემული რიგობითი რიცხვითი სახელის ჩაწერისას უპირატესობა მივანიჭოთ სიტყვიერად (პირველი) ან რომაულად (I) ჩაწერას. 

მოცემული მასალა რომ უკეთ გიგოთ პატარა ქვიზი მოგიმზადეთ. 

თუ რამე ვერ გაიგეთ ტრადიციულად შეგიძლიათ კომენტარი დაგვიტოვოთ❤️‍🔥

[forminator_quiz id=”1271″]

გამარჯობა 👋

უკვე შეგიძლია შენი ელექტრონული ფოსტის მისამართი გაგვიზიარო და ჩვენ სიახლეებს გამოგიგზავნით ხოლმე