როგორ ვიყოთ მეტად ოპტიმისტები


პირველ რიგში აღვნიშნოთ ის, რომ ოპტიმისტობა არ ნიშნავს დაინახო ყველა სიტუაციაში მხოლოდ კარგი და უარყო ყოველგვარი ნეგატიური ფაქტი.

იყო ოპტიმისტი ნიშნავს ხედავდე ყველაფერ კარგს, შეამცირო ფიქრი ისეთ რაღაცებზე რომელიც შენში შფოთვას, დეპრესიას, ნერვულ აშლილობას, გამოიწვევს. ოპტიმისტი ადამიანები სტრესულ სიტუაციებს უკეთ უმკლავდებიან.

აღსანიშნავია ის მეცნიერული ფაქტიც, რომ ოპტიმისტებს აქვთ უკეთესი გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ძლიერი იმუნიტეტი და ასევე წარმატებული ურთიერთობები.

კონცენტრირდი საკუთარ თავზე

საკუთარ თავზე ზრუნვა და თვითგადარჩენა ადამიანის დიდი რეფლექსია. საკუთარ თავზე კონცენტრირება და საკუთარი თავის მოსმენა მოგცემს საშუალებას გააკეთო ის რაც შენ გსურს. აღნიშნული კი პირდაპირპროპორციულად აისახება შენს ოპტიმიზმზე.

შეამცირე ახალი ამბების კითხვა

დილით ახალი ამბებისთვის თვალის 5 წუთით გადავლებამაც კი შესაძლოა თქვენი ხასიათი გააფუჭოს.

რა თქმა უნდა, მოცემული არ გულისხმობს იმას, რომ საერთოდ შევწყვიტოთ სიახლეების გაცნობა. ამ საქმისთვის გამოყავით იმდენი დრო რამდენიც ნაკლებად იმოქმედებს თქვენს ხასიათსა და განწყობაზე.

არ მისცეთ ნეგატივს თქვენზე გამარჯვების უფლება

ეძებეთ ნეგატივში პოზიტივის მარცვლები. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ვარდისფერი სათვალეები მოვირგოთ და რეალობის აღქმა დავკარგოთ. არა! დაუსვით თქვენს თავს კითხვა რისთვის ხდება რაიმე ნეგატიური? იქნებ იმისთვის, რომ რაღაც ახალი გვასწავლოს, რაღაც შეცვალოს ან სულაც პოზიტიური ამბებია დაფასება გვასწავლოს.

არ დაუთმო დიდი დრო წარსულ შეცდომებზე ფიქრს

წარსულს ვეღარ შეცვლი, აქედან გამომდინარე მასზე ფიქრი არანაირ სიკეთეს აღარ მოგიტანს.

კონცენტრირდი აწმყოსა და მომავალზე.

შენ ახლა ცხოვრობ, აწმყოში, ამ წუთას და ამ მომენტში. ეცადე ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენო, რაც იმის მოტივაციას მოგცემს რომ მომავალიც ასეთი თუ არა ამაზე ბედნიერი და წარმატებული იყოს შენთვის.

გამოყენებული მასალა