bambis aghmarti რუსთავი 2

ბამბის აღმართი – ახალი ქართული სერიალი


მალე რუსთავი 2-ზე ახალი ქართული სერიალი, „ბამბის აღმართი“, დაიწყება. ბამბის აღმართი სოციალური დრამის სერიალი იქნება კომედიის ელემენტებით.

სერიალს ე.წ. მთავარი გმირები არ ჰყავს – აქ რამდენიმე მთავარი ხაზივითარდება, სხვადასხვა ტიპის პერსონაჟებით და ისტორიებით. ოჯახები, სამეგობროები, კორპორაციული წრეები – ეს ის არეალია, სადაც ბევრი ამბავი ტრიალებს, იქმნება კონფლიქტები, იბადება სიყვარულის ისტორიები, იხლართება ინტრიგები. „ბამბის აღმართში“ სხვადასხვა პროფესიის/სპეციალობის ადამიანების თავგადასავალია: იურისტების, მომავალი პლასტიკური ქირურგების, მხატვრების.

FB: ბამბის აღმართი

სერიალში ვიხილავთ ყველასთვის საყვარელ სახეებს: თათული ედიშერაშვილს, სლავა ნათენაძეს, სანდრო კახეთელიძეს და სხვა.

ბამბის აღმართი bambis aghmarti რუსთავი 2 rustavi 2

გარდა იმისა, რომ სერიალში ვთამაშობ, კახაბერ შარტავასთან ერთად ვარ პროექტის ხელმძღვანელი და პროდიუსერი. ეს კიდევ მიასმაგებს პასუხისმგებლობას. შესაბამისად, კრიტიკა ჩემზე უნდა წამოვიდეს, რასაც არ ვარ მიჩვეული. თუ ქება წამოვა, ამას ძალიან შეჩვეული ვარ, მომწონს და განებივრებული ვარ.  ამ ეტაპზე სერიალის გადაღება აქტიურად მიმდინარეობს. შემიძლია გითხრათ, რომ მაყურებელს ძალიან საინტერესო სეზონი ელოდება. ჩნდება ლოგიკური კითხვა: რას ეხება სერიალი?! რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ გავამხელ და სიურპრიზად დავტოვებ, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ ვეხებით სხვადასხვა სოციუმში მყოფი ერთი თაობის ცხოვრებას, მათ პრობლემებს, გართობას დარდებსა და ურთიერთობის სხვადასხვა ფორმებს

თათული ედიშერაშვილი

გამარჯობა 👋

უკვე შეგიძლია შენი ელექტრონული ფოსტის მისამართი გაგვიზიარო და ჩვენ სიახლეებს გამოგიგზავნით ხოლმე