ojakhi pirvel arkhze

ოჯახი – ახალი სერიალი საზოგადოებრივ მაუწყებელზე


21 სექტემბრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი სერიალი, ,,ოჯახი” იწყება. ,,ოჯახი” ერთ-ერთი ცნობილი კომედიური სერიალის, La Familia -ს ანალოგია.

როგორც ამბობენ: – ყველა ბედნიერი ოჯახი ერთნაირია, მაგრამ ყველა უბედური ოჯახი, უბედურია თავისებურად…- აზრზე არ არის, ვინც ამას ამბობს! რადგან, ქვრივიშვილები თავისებურები არიან, როგორც ბედნიერებაში, ისე უბედურებაში, როგორც მაძღარნი, ის მშიერნი, როგორც მდიდარნი, ისე ღარიბნი, როგორც შიშველნი, ისე მოსილნი… ამ ოჯახში დიდს, უფრო დიდს, პატარას და კიდე უფრო პატარას, დაესმის ერთადერთი კითხვა – ეს ნორმალურია? უმეტეს შემთხვევაში, პასუხი – უარყოფითია! ამ ოჯახში არ არსებობს – წვრილმანი და მსხვილმანი, რადგან წვრილმანი წამებში შეიძლება იქცეს მსხვილმანად და მძიმე შედეგებით დასრულდეს. აქ აქტუალურია ერთადერთი კითხვა – იმან როგორ უნდა მაჯობოს? აქ არ მუშაობს ერთი ლოგიკა, იმიტომ, რომ ყველას თავისი ლოგიკა აქვს! აქ არ არსებობს ოჯახის უფროსი, რადგან ყველა უფროსია! აქ არ არსებობს მტყუანი, რადგან ყველა მართალია! გაფრთხილებთ!!! ბევრი თქვენთაგანი, სერიალის ამა თუ იმ პერსონაჟში, საკუთარ თავს ამოიცნობს, მაგრამ ნუ დაამტვრევთ ტელევიზორებს, ნუ შეუკურთხებთ სერიალის შემქმნელებს, მოეშვით, დატკბით საკუთარი თავის ცქერით და იხალისეთ! უყურეთ „ო-ჯახს“ და თავიდან აირიდებთ არაერთ ჯახს, თქვენს ოჯახში!

ოჯახი – 1tv

სერიალში ითამაშებენ ისეთი ნაცნობი სახეები, როგორებიცაა: გოგა ბარბაქაძე, თამარ ხურცილავა, ანი ლოლაძე და სხვა.