ვეფხისტყაოსანი

თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად

ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი,მოახსენა: “გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი”. ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა,ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა;უხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა.ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!“ ავთანდილ ლაღი, უკადრი მივა, არვისგან ჰრცხვენოდა,მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ […]

თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად Read More »

ნახვა არაბთა მეფისგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა

შინაარსის წაკითხვა ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა,შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა. მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა,ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა;ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა. მეფემან ბრძანა: „ვინ არის, უცრო პირად და ტანადო?“უბრძანა

ნახვა არაბთა მეფისგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა Read More »

როსტევან მეფისგან და ავთანდილისგან ნადირობა

შინაარსის წაკითხვა დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი,პირ-ოქრო რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი,მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი. შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს;მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს;ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს,ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს. უბრძანა: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა,მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!”დაიწყო მოსლვა ნადირმან

როსტევან მეფისგან და ავთანდილისგან ნადირობა Read More »

ამბავი როსტევან არაბთა მეფისა

შინაარსის წაკითხვა იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი.მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი. სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული. მისი სახელი – თინათინ, არს ესე

ამბავი როსტევან არაბთა მეფისა Read More »

დასაწყისი

შინაარსის წაკითხვა რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა. ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა. ვის ჰშვენის, – ლომსა, – ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,მეფისა

დასაწყისი Read More »