ვეფხისტყაოსანი

ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა

მოვიდა კაცი: “სასიძო მოვაო”, მოსლვა გვახარა,მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა;მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა,მიბრძანა, ახლოს მიმისვა, “მოდიო”, თავი დახარა. მიბრძანა: “ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია.გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა, სრულია;კაცნი გავგზავნნეთ, მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია,უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია”. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი;სასიძოც მოგვივიდა,ხოვნეს ხანსა არ-დამზმელნი;შიგნით […]

ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა Read More »

ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა

მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად;ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად,წიგნი მომართვა, ეწერა: “ვინ სჩან ალვისა ტანისად,ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად”. შევჯე, წავე, ბაღჩას მივე. ვით სცნობდე ლხინთა ზომით!ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით;ვნახე: ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით,დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით. იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე

ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა Read More »

რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა

დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა;ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა;ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა,რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაეე დავჯე სკამითა. გვიბრძანეს: „ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, დატვიფრდიაგვლია;ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია;ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია,ყმისა არ-სმა არა გვაგვა, ამად ზედა წაგვითვლია. აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი

რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა Read More »

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პასუხად

მოვუწერე: „მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი,გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი;ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე-სიტურფენი,სულთა ნაცვლად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი?! მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე,აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე;სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე,რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?! განაღამცა ვიწინაშე: აჰა რიდე, რომე მთხოვე;ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვჰპოვე;დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე,

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პასუხად Read More »

ტარიელის ტირილი და დაბნედა

აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების;თქვა: „მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!“იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების,პირსა დაიდვა, დაბნდა, ქვე მკვდართა დაედასების. ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა;ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა;ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა;კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა. ავთანდილცა სულთქვნა მწარედ, დაბნედილსა

ტარიელის ტირილი და დაბნედა Read More »

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა

მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მან მართალია:“თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია”.მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია;მოვიდა, ვნახე ასმათი ჩემ თანა მომავალია. მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად.აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის-ცემისად;ხელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად,ვჰკითხე, თუ: “ნეტარ, მისრულა მორჩი ალვისა ხე მისად? მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურას მეუბნებია!”მითხრა, თუ: “გკადრებ მართალსა, აწ ჩემგან არ-სათნებია,დღეს

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა Read More »

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა

წიგნი დავწერე: “მეფეო, სვემცა თქვენი სვიანად!მე ხატაელთა მიმუხთლეს, – თუცა მათ ეცა ზიანად, –ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად;მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად”. რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე,წმოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე,ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე,მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე. ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია~ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია;რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა Read More »

ტარიელისაგან ხატაეთს წასვლა და დიდი ომი

დილასა შევჯე, ვუბრძანე: “ჰკარით ბუკსა და ნობასა!”სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომისა მზობასა.ლომმან მივჰმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა,უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა. დავაგდე ზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია;რამაზის კაცი მემთხვია, ხატაეთს ზედა ხანია,მან მითსრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია:“ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი, ინდოთა, თხანია”. მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი,მითხრეს : “გკადრს: “ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან

ტარიელისაგან ხატაეთს წასვლა და დიდი ომი Read More »

ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა

მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა;ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა,ეწერა: “გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა,მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა”. ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო!შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო;სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო,სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”. შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა;გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა,ფარდაგსა შიგან მჯდომარე

ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა Read More »

წიგნი ხატაელტა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი

ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია,სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია:“არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია,ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენზედა რა პატრონია?” მოეწერა: “რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა.მიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა!რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა შენ მიერსა”. ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია.იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს

წიგნი ხატაელტა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი Read More »