რა აკავშირებთ ნინასა და ილევენს?


გეცნობათ სახელი ნინა? თუ კი ესეიგი უცნაური ამბების მეოთხე სეზონს უკვე უყურეთ.

უცნაურ ამბებში ნინა პროექტის სახელია რომლის მეშვეობითაც ილევენს ანუ თერთმეტს მოგონებებსა და ძალებს უბრუნებენ. შეიძლება გაგაკვირვოთ იმ ფაქტმა, რომ ნინა, როგორც ნამდვილი ადამიანი, მართლაც არსებობდა და მისი სრული სახელი ნინა კულაგინა გახლდათ.

ნინა მეოცე საუკუნის რუსეთში დაიბადა და ამტკიცებდა, რომ მას არაადამიანური ძალები ჰქონდა. ამბობდა რომ საკუთარი გონებით ნივთების გადაადგილება შეეძლო და მეტიც, სიბრაზის ზრდასთან ერთად მისი ძალები უფრო საშიში ხდებოდა. ნინას ინტერვიუ შეგიძლიათ იუთუბზეც კი ნახოთ.

იგივე ძალები აქვს ხო რაც ილევენს? იმასაც გეტყვით რომ ეს ადამიანი ზუსტად 11 რიცხვში გარდაიცვალა. 

ილევენის მსგავსად, როდესაც მეცნიერებმა ნინას ძალის შესახებ გაიგეს მასზე ექსპერიმენტების ჩატარება გადაწყვიტეს. უნდოდათ გაეგოთ რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს მისი სიტყვები. ნინამ ამ ექსპერიმენტებს საკუთარი ცხოვრების ბოლო 20 წელი შესწირა.

ფოტო: გუგლი
ფოტო: პინტერესტი

ცდებმა აჩვენა, რომ ნინა სიმართლეს ამბობდა და მას მართლა ჰქონდა არააადამიანური ძალები.

ამ ყველაფრის შემდეგ მის მიმართ ხალხის დამოკიდებულება შეიცვალა, რამაც ნინას გაუჩინარებისკენ უბიძგა.