სტარლინკი საქართველოს ბაზარზე შემოდის


სულ ცოტა ხნის წინ კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტარლინკი საქართველოს ბაზარზე შემოდის.

შეგახსენებთ – სფეის იქსი გახლავთ ილონ მასკის მიერ დაარსებული კომპანია რომლის მიზანიც, სხვა მრავალთან ერთად, დედამიწისთვის სტარლინკის ინტერნეტის მიწოდებაა.

კომუნიკციების კომისიამ სტარლინკს საქართველოში პოზიციონირებისთვის ავტორიზაცია უკვე მიანიჭა.

სტარლინკზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და მალევე, 2018 წელს, პირველი პროტოტიპი უკვე კოსმოსში გაიგზავნა.

სტატლინკის შესახებ უმეტესობამ 2020 წლის აპრილში გავიგეთ, მაშინ როდესაც ცაზე მოციმციმე სხეულები გამოჩნდნენ. ბევრს უცხოპლანეტელები ეგონა, ბევრს სამყაროს აღსასრული მაგრამ ბოლოს 2700-მდე თანამგზავრი მივიღეთ რომელიც პასუხისმგებელი გახდა ინტერნეტის მოწოდებაზე.

რა გვჭირდება სტარლინკის ინტერნეტით სარგებლობისთვის?

ვინაიდან და რადგანაც საქართველოს ბაზარზე სტარლინკის ფასები ჯერ არ ვიცით გაგიზიარებთ ამერიკის მაგალითს. ინტერნეტით სარგებლობისთვის დაგჭირდებათ სიგნალის მიმღები თეფში, რომელიც ღია ცის ქვეშ იდგმება, WI-FI როუტერი და ინტერნეტით სარგებლობის თვიური გადასახადი.

ფასები

მიმღები თეფში და როუტერი 599 დოლარი ღირს, ხოლო ინტერნეტით სარგებლობა თვიურად 110 დოლარი ჯდება.

გამარჯობა 👋

უკვე შეგიძლია შენი ელექტრონული ფოსტის მისამართი გაგვიზიარო და ჩვენ სიახლეებს გამოგიგზავნით ხოლმე