google pay in georgia

Google pay უკვე საქართველოშია


ანდროიდის ქართველი მომხმარებლები დიდი ხანია ელოდებიან google pay-ს ჩვენს ქვეყანაში ჩართვას.

14 ნოემბერს ხელმისაწვდომი გახდა ქართული ბარათების გუგლ ფეიში დამატება და გამოყენება მაღაზიებში, კვების ობიექტებში, ტრანსპორტში და სხვა.

თუ ანდროიდის ტელეფონის ან საათის მომხმარებელი ხარ, ეს სიახლე ბევრად გაგიმარტივებს ყოველდღიურობას.

როგორ დავამატოთ ბარათი google wallet-ში?

  1. გადმოწერეთ Google Wallet პლეი სთორიდან (დარწმუნდი რომ ნამდვილად ოფიციალურ აპლიკაციას იწერ, გუგლის მიერ შექმნილს)
  2. გადმოწერის შემდეგ გახსენი და დააჭირე ბარათის დამატებას
  3. მონაცემების შეყვანა შეგიძლია როგორც ხელით, ასევე სურათის გადაღებით
  4. სულ ესაა, შეგიძლია თავი ხურდების ტარებით აღარ დაიღალო და თანხა მარტივად, ტელეფონით, გადაიხადო.

ბარათის დამატება თქვენი ბანკის მობილური აპლიკაციიდანაც შეგიძიათ