6 ram rac qalma gamoigona

6 რამ, რაც ქალმა გამოიგონა


1. ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ჭურჭლის სარეცხი მანქანა 1872 წელს გამოგონა Josephine Cochran-მა. მართალია ჭურჭლის სარეცხი მანქანის პროტოტიპები მოცმულ დრომდე არსებობდა მაგრამ ეს უკანასკნელი იყო იმ დროისთბის ყველაზე სრულყოფილი. ეს მანქანა იყო ის, რომელიც ჭურჭლის გასარეცხად და ნარჩენების მოსაცილებლად იყენებდა წყლის წნევას.

wurwlis sarecxi manqana
ჭურჭლის სარეცხი მანქანა

2. სახანძრო გასასვლელი

სახანძრო გასასვლელი გამოიგონა, 1887 წელს, ანა ქონელმა. მაშინ, როდესაც ხანძარს ბევრად მეტი ადამიანის სიცოცხლის შეწირვა შეეძლო, ანას მოუვიდა იდეა, რომ ნაგებობებს შესაძლოა ჰქონოდა სათადარიგო გასასვლელები. ნიუ იორკი იყო ერთ-ერთი პირველი სადაც საევაკუაციო გასასვლელები გამოჩნდა.

3. მანქანის გათბობა

მანქანის გათბობა მარგარეტ ვილკოქსმა 1893 წელს შექმნა. აქამდე უკვე არსებობდა მანქანის გათბობის პროტოტიპი რომელიც მას ძრავის მუშაობის შედეგად მიღებული ცხელი ჰაერით ათბობდა. მარგარეტის გამოგონება კი მოცემულისგან დამოუკიდებლად მუშაობდა.

4. მინების საწმენდი

მარია ანდერსონმა მანქანის მინების საწმენდი 1903 წელს დააპატენტა, თუმცა მან ვერ შეძლო თავისი გამოგონების გაყიდვა. პატენტის თარიღის გასვლის, ანუ 10 წლის შემდეგ, კი ეს გამოგინება აქტიურად გამოჩნდა მანქანებში.

მინების საწმენდი, შუშების საწმენდი, minebis sawmendi

5. თვითმფრინავის მაყუჩი

თვითმფრინავის მაყუჩი 1917 წელს, რკინის ლედით წოდებულმა, ელ დორადო ჯონსმა შექმნა. ჯონსი იყო ქალი, ვინც მეტალის დასამუშავებელ ქარხანას ფლობდა. ქარხანაში 40 ქალი მუშაობდა. 

6. ტყვიაგაუმტარი ნაჭერი

ტყვიაგაუმტარი ნაჭერი სტეფანი ვოლეკმა შექმნა, 1966 წელს. მოცემული მასალა შემდგომში ფართოდ გამოიყენებოდა ტყვიაგაუმტარი ჟილეტების საწარმოებლად.