აუდის სარეკლამო კამპანია


აუდი გერმანული საავტომობილო კომპანიაა, რომელიც 1966 წლიდან ვოლკსვაგენის შემადგენლობაში შედის.

რამდენიმე წლის წინ მომხმარებლებმა აუდის რეკლამა იხილეს, რომელმაც მნახველს მალევე დაამახსოვრა თავი.

აუდი საკუთარ რეკლამაში სხვადასხვა მანქანის მწარმოებლების უპირატესობებს აღიარებდა და ბოლოს თამამად აცხადებდა, რომ ამ ყველა ღირებულებას თავად აერთიანებდა.

მოცემულმა კომპანიამ დიზაინის მხრივ გამორჩეულ მანქანად ალფა რომეო დაასახელა, კომფორტულ მანქანად მერსედესი, დაცულად – ნისანი, ხოლო სპორტის მოყვარულებისთვის – BMW.

მოცემული მანქანების გასაღებები კედელზე იკიდებოდა და საბოლოოდ აუდის ლოგოს ქმნიდა.

ამით აუდმა დაგვანახა ის, რომ ყველა საჭირო თვისებას საკუთარ მანქანებში აერთიანებდა.