IOS 16 – აიფონის განახლება


13 სექტემბერს, ორშაბათს, დაახლოებით 21:00 საათზე შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენს აიფონებზე დაგვეყენებინა განახლება.

მოცემულ სტატიაში ნახავთ რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს, რაც ios 16 – მა მოგვიტანა.

1. განახლებული ,,ლოქ სქრინი”

ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოდიფიკაცია ახალ IOS 16-ში ე.წ. ლოქ სქრინმა განიცადა.

კერძოდ: ახლა ეკრანზე შეგვოძლია ფონტი შევუცვალოთ ეკრანს, დავაყენოთ მრავალფეროვანი ფონები ან ვიჯეტები. ადრე თუ შეუძლებელი იყო დაბლოკილ ეკრანზე გამოგვეტანა მნიშვნელოვანი ვიჯეტები, შეხსენებები ან თუნდაც ნაბიჯების მთვლელი – ახლა უკვე შეგვიძლია.

2. განახლებული აპლიკაცია მესიჯებისთვის

მესიჯების აპლიკაციაში დღეიდან უკვე შეგიძიათ შეცდომით გაგზავნილი წერილის ჩასწორება.

IOS 16 ასევე შეგიძლიათ წერილების წაუკითხავად მონიშვნა.

3. კამერა და გალერია

კამერასა და გალერიასთან დაკევშირებით რამდენიმე სიახლე გვაქვს.

თქვენ უკვე შეგიძლიათ შეგმნათ საზიარო ფოლდერი და ფოტოები პირდაპირ გადაღებისას ან მას შემდეგ გაუზიაროთ მეგობრებს.

ახალ სისტემასთან ერთად შეგიძიათ დამალულ ან წაშლილ სურათების ფოლდერს დაადოთ პაროლი. პაროლის ან Face ID-ს გარეშე მასში ვეღარავინ შევა.

ასევე IOS 16-ს უკვე შეუძლია ამოიცნოს დუბლიკატი სურათები და შემოგთავაზოთ მათი წაშლა, ამით თქვენ დაზოგავთ დროს, ენერგიას და სივრცეს თქვენს ტელეფონში.

4. პაროლები

თქვენ უკვე შეგიძიათ ნახოთ თქვენს ტელეფონში ჩაწერილი WI-FI-s პაროლები, გააზიაროთ ან წაშალოთ ისინი.

5. ელემენტი

ის რასაც დიდი ხნის განმავლობაში ეფლის მომხმარებლები ითხოვდნენ უკვე შესაძლებელი გახდა. უკვე შეგიძიათ ტელეფონზე გამოიტანოთ ბატარიის პროცენტული მაჩვენებელი.

ეფლის პრეზენტაცია სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა, დეტალებს შეგიძიათ მოცემულ ბმულზე გაეცნოთ