5 მიზეზი იმისა თუ რატომაა ეფლი მეტად მოთხოვნადი


ეკოსისტემა

ეფლს ანდროიდისგან განსხვავებით ბევრად მჭიდრო და დახვეწილო ეკოსისტემა აქვს. თუ ეფლის მინიმუმ ორი პროდუქტის მფლობელი ხარ შეგიძლია მოცემული პროდუქტები ერთმანეთთან სინქრონში ამუშაო.

მაგალითად შეგიძლია ერთი გაჯეტიდან ტაიმერი მეორე  გაჯეტში დააყენო, შეგიძლია ტექსტური ან ფოტო მასალა აიფონში დააკოპირო და მაკბუკში ან ტაბლეტში ჩასვა…

რეგულარული განახლებები

ეფლი რეგულარულად უშვებს სისტემურ განახლებებს ყველა პროდუქტზე. მოცემული განახლებების დამსახურებით ყოველ წელს ახალი შესაძლებლობები ემატება ჩვენს გაჯეტებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ანდროიდისგან განსხვავებით მოცემული სისტემური განახლებების დაყენება ეფლის შედარებით ძველ მოდელებზეც კია შესაძლებელი.

სოციალური ქსელები

სოციალური ქსელები დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება და ისინი ჩვენს ძირითად შემოსავლის წყაროსაც კი ანაცვლებენ. შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ გეტყვით იმას, რომ აიფონის მფლობელები მუდმივად ერთი ნაბიჯით წინ არიან ანდროიდის მომხმარებლებზე, სოციალური მედიის მართვის მხრივ.

ტიკტოკის მაგალითი რომ განვიხილოთ, აიფონით გადაღებული ვიდეოები ბევრად ხარისხიანად იტვირთება ვიდრე ანდროიდით. ეს გამოწვეულია იმით, რომ აიფონით გადაღებისას აპლიკაცია იყენებს მთავარ კამერას ხოლო ანდროიდით გადაღებისას ეკრანის ჩანაწერს.

დაცულობა

IOS სისტემა მეტად დაცულია. მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად დეველოპერებს IOS აპლიკაციების უსაფრთხოებაზე ზრუნვა უფრო მეტად უწევთ ვიდრე Android აპლიკაციებზე. ასევე ეფლის პროდუქტებზე ძნელადაა შესაძლებელი ღია წყაროებიდან აპლიკაციების გადმოწერა და ინსტალაცია.

მომხმარებელთან კონტაქტი

ეფლის პროდუქციის მომხმარებლებს ალბათ შეგხვედრიათ შეტყობინებები აპლიკაციებიდან იმის შესახებ, რომ გაუზიარებდით თუ არა მათ თქვენი აპლიკაციების მონაცემებს. მოცემული საჭიროა იმისთვის, რომ დახვეწონ და განავითარონ მომსახურება და შემოგვთავაზონ ჩვენზე მორგებული პროდუქტი.

აქვე შეგახსენებთ რომ აიფონი ყველაზე გაყიდვადი გაჯეტია ეფლის ტექნიკებს შორის.

ეფლის პროდუქტებია: Apple TV, საათი, აიპადი, აიფონი, მაკბუკი, აიმაკი და სხვა.


Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *