სიახლეები

google pay in georgia

Google pay უკვე საქართველოშია

ანდროიდის ქართველი მომხმარებლები დიდი ხანია ელოდებიან google pay-ს ჩვენს ქვეყანაში ჩართვას. 14 ნოემბერს ხელმისაწვდომი გახდა ქართული ბარათების გუგლ ფეიში დამატება და გამოყენება მაღაზიებში, კვების ობიექტებში, ტრანსპორტში და სხვა. თუ ანდროიდის ტელეფონის ან საათის მომხმარებელი ხარ, ეს სიახლე ბევრად გაგიმარტივებს ყოველდღიურობას. როგორ დავამატოთ ბარათი google wallet-ში? ბარათის დამატება თქვენი ბანკის მობილური აპლიკაციიდანაც შეგიძიათ

iran

რა ხდება ირანში?

ირანში 22 წლის გოგონას, მაჰსა ემინის, გარდაცვალების შემდეგ გამოსვლები დაიწყო. მაჰსა პოლიციელმა ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო სცემა, სამი დღის შემდეგ კი გოგონა გარდაიცვალა. ცემის შემდეგ, 13 სექტემბერს, გოგონა კომაში ჩავარდა, 16 სექტემბერს კი გარდაიცვალა. ირანის ოპოზიციური მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ პროტესტის შედეგად უკვე 5 ადამიანი გარდაიცვალა, 10 კი მძიმედ დაშავდა. პროტესტის ტალღამ ირანის გარდა …

რა ხდება ირანში? Read More »

iphone 14

iPhone 14 – ეფლის პრეზენტაცია

iPhone 14 pro / pro max პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გამართლდა ვარაუდები და ეფლმა განაახლა ე.წ. კუნძული. ახალი აიფონ 14 პრო იქნება A16 ჩიპზე, იგი გვექნება 4 ფერში. აიფონ 14 პროში მთავარი კამერა გვექნება 48 მეგაპიქსელიანი, უფრო დიდი სენსორით. აიფონის ახალ მოდელებს ასევე ექნებათ ე.წ. crash detectio, რომელიც ამოიცნობს უბედურ შემთხვევას და …

iPhone 14 – ეფლის პრეზენტაცია Read More »

რატომ გაითიშა adjaranet.com და imovies.cc

adjarant.com და imovies.cc ფილმებისა და სერიალების საყურებლად განკუთვნილი პოპულარული საიტებია. ბოლო რამდენიმე დღეა მათ საიტზე ვხვდებით ფრაზას: ,,საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია”. მოცემული რამდენიმე დღე საიტების მომხმარებლებს უკვე რამდენიმე კვირადაც კი ეჩვენებათ. როგორც ერთ-ერთ საიტზე ვკითხულობთ აჭარანეთი და აიმუვისი მარეგულირებელმა კომისიამ გათიშა. ამ სა­ი­ტებ­ზე ფილ­მე­ბი უკა­ნო­ნოდ იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, არ ჰქონ­დათ ამის უფ­ლე­ბა ამ სა­ი­ტე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს, ეს მე­კობ­რუ­ლი …

რატომ გაითიშა adjaranet.com და imovies.cc Read More »

დედაენის ბარი რუს ბოტებთან ომშია

ბოლო დღეების განმავლობაში დედაენის ბარი რუს ბოტებს იგერიებს. ბოტები ცდილობენ სოციალურ ქსელებში მათთვის ცუდი შეფასებების დაწერას და სახელის გაფუჭებას. ამის გამომწვევი მიზეზი კი ისაა, რომ დედაენის ბარი რუსებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლებს მათთან შესვლის უფლებას თუ აღიარებენ იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია.

30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შეგახსენებთ, გუდაურში, ვერტმფრენმა, რომელიც პარაპლანისტების დასახმარებლად იყო აფრენილი, მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და ცეცხლი მოედო. ვერტმფრენში 8 ადამიანი იმყოფებოდა: stsoria.ge მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილ გმირთა ოჯახებს.