ზმნისწინი


ზმნისწინი ჰქვია ზმნის წინა ნაწილს, რომელიც თავში დაერთვის ზმნას და უცვლის მას გრამატიკულ ან ლექსიკურ მნიშვნელობას. 

თანამედროვე ქართულში 16 ზმნისწინია. მათგან რვა ერთმარცვლიანია, რვა ორმარცვლიანი.

ერთმარცვლიანი ზმნისწინებია: მი-, მო-, ა-, და-, ჩა-, შე-, გა-, წა-.

ორმარცვლიანი ზმნისწინებია: ამო-, ჩამო-, შემო-, გამო-, გადა-, გადმო-, წამო-, მიმო-.

ზოგიერთი ზმნისწინი გამოიყენება ძველი ფორმითაც, ასეთებია: აღ-, აღმო-, შთა-, შთამო-, წარ-, წარმო-, გარდა-, გარდამო-.

ზმნისწინების ძველი ფორმები შემორჩენილია სახელზმნებში (საწყისებსა და მიმღეობებში) და ბევრ შემთხვევაში ზმნისწინთა ახალი ფორმით არც გვხვდება: აღმოჩენა, აღმომჩენი, აღწერა, აღწერილი, განდგომა, განდგომილი, განდევნა, განდევნილი, შთაბეჭდილება, შთაგონება, შთამომავლობა, წარმოშობა, წარდგენა, წარდგენილი, წარსული და სხვა. 

ზმნისწინების ძველი და ახალი ფორმების გამოყენების თვალსაზრისით, ზმნები შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ:

ხშირად არასწორად იყენებენ ძველი ფორმის ზმნისწინიან ზმნებს (აღ-, წარ-, გან-). ზმნებსა და სახელზმნებში დაუშვებელია ზმნისწინის გათიშვა პირის ნიშნებითა თუ სხვა თავსართებით. არ შეიძლება ზმნისწინის თანხმოვნის გააზრება ზმნის ფუძის ნაწილად.

მართებულია: აღვნიშნავ, აღნიშნავს (აღსანიშნავი, აღუნიშვნელი), განვასხვავებ/ ვასხვავებ (განმასხვავებელი, განუსხვავებელი), წარვადგენ, წარვუდგენ და სხვ.

არამართებულია: ავღნიშნავ, ასაღნიშნი, აუღნიშნავი, ავღწერ, ღწერს, ნკურნავს, ვანსხვავებ, გავანსხვავებ, გასანსხვავებელი, გაუნსხვავებელი, ვარდგებ, ვურდგენ და სხვ. 

გამარჯობა 👋

უკვე შეგიძლია შენი ელექტრონული ფოსტის მისამართი გაგვიზიარო და ჩვენ სიახლეებს გამოგიგზავნით ხოლმე