ჩართული


ჩართული ჰქვია განკერძოებულ სიტყვას თუ სიტყვათა შეკავშირებას, რომლითაც მთქმელი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას, წინადადებაში გამოთქმული აზრის მიმართ. ჩართულია ზოგჯერ მთელი წინადადებაც. ქვემოთ გიზიარებთ წესებს თუ როგორ ვიხმაროთ მძიმეები ჩართულთან.

ჩართული ჩვეულებისამებრ წინადადების თავში ან შუაშია, იშვიათად ბოლოშიც. 

ჩართული მძიმით გამოიყოფა!

ჩართული თუ წინადადების თავშია მის შემდეგ მძიმე იწერება, თუ შუაშია ამ შემთხვევაშ თავშიც და ბოლოშიც მძიმეებით გამოიყოფა ხოლო თუ იგი წინადადების ბოლოშია მაშინ მძიმე მის წინ იწერება.

ჩართული გამოხატავს ამა თუ იმ გრძნობას, დარწმუნებულობას, ვარაუდს, წინადადებაში გამოთქმული აზრის წყაროს, აზრთა თანმიმდევრობასა და ურთიერთმიმართებას, შენიშვნას, რომელიც აზრის გამოთქმის ფორმას ეხება.

ჩართულებია: რასაკვირველია, საბედნიეროდ, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, უეჭველია, როგორც ეტყობოდა, როგორც ჩანდა, მისი ფიქრით, მაშასადამე, ერთი სიტყვით, თუ შეიძლება ასე ითქვას და სხვა.

ჩართული სიტყვების ჩამონათვალი