მიმართვა

მიმართვა


მიმართვა ჰქვია წოდებით ბრუნვაში დასმულ სახელს, რომელიც მეორე პირის ან მეორე პირად წარმოდგენილ საგანს აღნიშნავს.

1. ცალკე მდგომი მიმართვის შემდეგ ძახილის ნიშანი დაისმის.

– დედა!
– რა გინდა შვილო?

2. თუ მიმართვა წინადადების თავშია, ძლიერი გრძნობითა და დიდი პაუზით წარმოთქმას გულისხმობს, მის შემდეგ ძახილის ნიშანი დაისმის, სხვა შემთხვევაში – მძიმე

– ,,ქართლის დედაო! ძუძუ ქართლისა”
– მარაბდელებო, ყური მიგდეთ და გაიგონეთ!

3. თუ მიმართვა წინადადების ბოლოშია, ის წინა სიტყვისგან მძიმით გამოიყოფა, ხოლო შემდეგ ის ნიშანი დაისმის, რომელიც წინადადებას შეეფერება

– ეს კამეჩის მაწონი გახლავთ, დეიდა კატო.

4. წინადადების შუაში მოქცეული მიმართვა მძიმით გამოიყოფა

– იცი, ჩემო პატარა მკითხველო, რას ნიშნავს ეს?

ასევე შეგიძლია წაიკითხო სტატია ჩართულზე.

დაგვიტოვე კომენტარი იმის შესახებ თუ რის წაკითხვას ისურვებდი ჩვენთან ❤️‍🔥