რატომ გაითიშა adjaranet.com და imovies.cc


adjarant.com და imovies.cc ფილმებისა და სერიალების საყურებლად განკუთვნილი პოპულარული საიტებია. ბოლო რამდენიმე დღეა მათ საიტზე ვხვდებით ფრაზას: ,,საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია”. მოცემული რამდენიმე დღე საიტების მომხმარებლებს უკვე რამდენიმე კვირადაც კი ეჩვენებათ.

როგორც ერთ-ერთ საიტზე ვკითხულობთ აჭარანეთი და აიმუვისი მარეგულირებელმა კომისიამ გათიშა.

ამ სა­ი­ტებ­ზე ფილ­მე­ბი უკა­ნო­ნოდ იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, არ ჰქონ­დათ ამის უფ­ლე­ბა ამ სა­ი­ტე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს, ეს მე­კობ­რუ­ლი პრო­დუქ­ცია იყო. შე­სა­ბა­მი­სად, მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა მო­ი­თხო­ვა ლე­გა­ლუ­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და რომ ვერ წა­რუდ­გი­ნეს, ამის შემ­დეგ, მას ჰქონ­და კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რომ დო­მე­ნე­ბი გა­ე­თი­შა.

გიგა კობალაძე – საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე

საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ საიტებს ორი გზა აქვთ. მათ ან უნდა გააუქმონ საიტები ან მოიპოვონ უფლებები იმ ფილმებსა თუ სერიალებზე, რომლებიც მათ საიტებზეა განთავსებული.

კითხვაზე თუ რატომ არ ითიშებოდა მოცემული საიტები ამდენი ხნის განმავლობაში მივიღეთ პასუხი: იმიტომ, როომ აქამდე არ არსებობდა მოცემული საიტების ლეგალური ალტერნატივა, ახლა კი ეს ალტერნატივა cavea+-ა.

რას ფიქრობთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით?