iphone 14

iPhone 14 – ეფლის პრეზენტაცია


iPhone 14 pro / pro max

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გამართლდა ვარაუდები და ეფლმა განაახლა ე.წ. კუნძული. ახალი აიფონ 14 პრო იქნება A16 ჩიპზე, იგი გვექნება 4 ფერში.

აიფონ 14 პროში მთავარი კამერა გვექნება 48 მეგაპიქსელიანი, უფრო დიდი სენსორით.

აიფონის ახალ მოდელებს ასევე ექნებათ ე.წ. crash detectio, რომელიც ამოიცნობს უბედურ შემთხვევას და ამის შესახებ შეატყობინებს გადაუდებელი დახმარების სამსახურს.

iPhone 14 / 14 plus

აიფონ 14 ხელმისაწვდომი იქნება 5 ფერში, A15 bionic ჩიპზე.

გაიზარდა კამერის სენსორი, რაც უზრუნველყოფს უკეთესი სურათების გადაღებას როგორც დღე ასევე სიბნელეში. ფოტოგრაფიასთან ერთად ეფლმა არ დაივიწყა ვიდეოგრაფიაც და ვიდეოს გადაღებისას სტაბილიზაცია უფრო გააუმჯობესა.

ფასები

სატელიტური კავშირი

ახლ აიფონებს ასევე დაემატათ სატელიტური კავშირი, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაუდებელი ზარების განხორციელება შეგეძლებათ იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი ტელეფონი შორს იქნება WiI-FI ან მობილური კავშირის დაფარვის ზონიდან.

AirPods pro

ეფლმა პრეზენტაციაზე ასევე წარადგინა ახალი ეარპოდს პრო, რომელიც ახალ H2 ჩიპზე იქნება აწყობილი. ახალი ყურსასმენები ასევე უზრუნველყოფენ გარე ხმის დახშობას ორჯერ უკეთესად ვიდრე ეს წინა მოდელებში გვხვდებოდა.

ასევე ეარპოდსის ერთხელ დატენვით 6 საათის განმავლობაში შეგეძლებათ სიმღერის მოსმენა.

Apple watch 8

ახალი სერიის საათში ძილის კონტროლთან ერთად შეგეძლებათ ციკლის კონტროლი, რაც ქალბატონებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ცხოვრებას. ახალ საათს ასევე შეეძლება სხეულის ტემპერატურის კონტროლი.

apple watch 8 series
ეფლ ვოჩი 8 სერია
საათი

როგორც იცით, ეფლ ვოჩს შეეძლო დაცემისას თქვენთვის გადაუდებელი დახმარების სამსახურში დარეკვა. ახლა საათს უკვე შეეძლება ავარიის ამოცნობა. უბედური შემთხვევისას კი იგი ტრადიციულად გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცემს მონაცემებს.

ამასთანავე სრულად დატენილ საათს უკვე შეეძლება 36 საატამდე გაძლოს.

ეფლის მერვე სერიის საათი 4 ფერში იქნება ხელმისაწვდომი და მისი შეკვეთა დღეიდან, 7 სექტემბრიდან შეგეძლებათ.

Apple watch ultra

ეფლმა პრეზენტაციაზე განსხვავებული საათი, apple watch ultra-ც წარადგინა. ულტრა ერთი დატენვით 60 საათამდე შეძლებს მუშაობას. მოცემული მოდელი ძირითადად ისეთ ადამიანებს დააინტერესებთ, რომლებიც აქტიურები არიან სპორტში, ცურვაში, მთამსვლელობაში და სხვა. ფასი 799 დოლარიდან დაიწყება.