მაკიაველი

ნიკოლო მაკიაველი


ნიკოლო მაკიაველი XV-XVI საუკუნეების მოღვაწეა. მას ცხოვრება მოუწია რენესანსის პერიოდში. მაკიაველი სახელმწიფოსთან დაკავშირებული პირი იყო და 15 წლის განმავლობაში სახელმწიფო მდივნადაც კი მოღვაწეობდა. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია “მთავარი”, რომელშიც მაკიაველი ყველა ინფორმაციის გააზრების შემდეგ აყალიებს ერთგვარ კრებულს, სადაც წარმოდგენილია ის თუ როგორ უნდა მოიპოვოს ადამიანმა სახელმწიფოზე მმართელობა და როგორ შეინარჩუნოს იგი რაც შეიძლება დიდ ხანს.

მაკიაველი ამბობს, რომ სახელმწიფო/მმართველობა არის ხალხის მართვისა და მასზე მბრძანებლობის უფლების მქონე ორგანო. სახელმწიფოსა და მასთან ერთად მმართველის მთავარ მიზანს უნდა შეადგენდეს რაც შეიძლება დიდი ხნით, მცირე დანახარჯების წყალობით, შეინარჩუნოს საკუთარი პოზიცია და გაამყაროს იგი. ამასთან ერთად, მაკიაველის აზრით, მმართველის ინტერესებში შედის სახელის მოხვეჭა ან მატერიალური სიმდიდროს შეგროვება. ჩემი აზრით, ეს ინტერესები მმართელს ჰმატებს იმ ენერგიას რომელიც უბიძგებს სახელმწიფოს შენარჩუნებისა და განვითარებისკენ.

სახლის შენება იწყება საძირკველის ჩაყრით. სახელმწიფოც სახლს გავს, ძლიერი სახელმწიფოს აშენება და მართვა შესაძლებელია მხოლოდ ძლიერ საფუძელზე დაყრდნობით. ძლიერი საფუძვლის შენებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ხალხის ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვება. სახელმწიფოში მათვარია ხალხი და თუ არ იქნება ხალხის მხარდაჭერა მაშინ სახელმწიფო არ იქნება ძლიერი ან სულაც ვერ იარსებებს.

მაკიაველი ერთმანეთისგან მიჯნავს სახელმწიფოსა და რელიგიას. არსებობდნენ იდეალისტი მწერლები რომლებიც ფიქრობდნენ, რომ სახელმწიფოსთგან განუყრელი უნდა ყოფილიყო რელიგია მაგრამ მაკიაველიმ დაგვანახა, რომ მხოლოდ რელიგიაზე ძლიერი სახელმწიფო ვერ დაშენდება. აღსანიშნაია ის ფაქტი, რომ ამით მაკიაველს არ მიუყენებია რელიგიისთვის შეურაცხყოფა, იგი მორწმუნეც იყო. რა თქმა უნდა რელიგიას

ძალიან დიდი ადგილი უჭირავს მმართველობაში. რელიგია ხომ ხალხის დიდ ნაწილს აერთიანებს და აკავშირებს ერთმანეთთან სადაც მიმდინარეობს იდეათა გაცვლა.

მაკიაველი “მთავარში” ასევე გვაჩვენებს იმას თუ როგორ შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს მმართველობა. ეს შეიძლება იყოს ძალადობრივად, იარაღითა თუ ძალის გამოყენებით ან “მემკვიდრეობით, რომელთაც დიდი ხნის მანძილზე მართავს მთავართა ერთი საგვარეულო, ანდა – ახალნი” (მაკიაველი 2017. 110). ამ ორს შორის უმჯობესია მემკვიდრეობით მიღებული სახელმწიფოს მართვა სადაც მთავარმა უნდა შეინარჩუნოს თავისი წინამორბედების მიერ დადგენილი წესები, კანონები და სახელმწიფოს მდგომარეობა. ხოლო თუ ვინმე სახელმწიფოს ჩაუდგება ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით მან ყველაფერი უნდა გააკეთოს მის შესანარჩუნებლად. შეიძლება ამ მმართველს ერთხელ ხალხი აუჯანყდეს მაგრამ მათი ხელმეორედ დაპყრობა უკვე ნაყოფის მომცემი იქნება, ასე რომ მმართველმა ყველა ხერხისა და საშუალების გამოყენებით უნდა შეძლოს საკუთარი მიზნის მიღწევა და შემდგომში შენარჩუნება.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ “მთავარში” ნათლადაა წარმოჩენილი ის თუ როგორ უნდა მოიქცეს მმართველი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მარტივად, რომ ვთქვათ მან მიზნის მისაღწევად შეუძლებელიც კი უნდა შეძლოს ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით – “მიზანი ამართლებს საშუალებას” (მაკიაველი 2017. 108).

მაკიაველი სვამს კითხვას იმის ხალხს უნდა უყვარდე თუ ეშინოდეთ შენი? პასუხი კი შემდეგში მდგომარეობს, რომ მმართველს უნდა შეეძლოს ამ ორ უკიდურესობას შორის დაიჭიროს ნეიტრალური მდგომარეობა ხოლო თუ ეს შეუძლებელია მაშინ შიში უნდა ამჯობინო. ეს კიკიდევ ერთხელ ამართლებს აქტუალურ ფრაზას: “შიში შეიქმს სიყვარულს” (რუსთაველი 2017. 481). Საზოგადოებამ შესაძლოა სიყვარული სულ სხვანაირად გაიგოს და თავს ზედმეტის უფლებაც კი მისცეს ხოლო შიშიშ შემთხვევაში ნებისმიერი ზომიერად იმოქმედებს და მაგალითისთვის მცირე არეულობის მოწყობისაც კი შეეშინდება. მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ შიში მმართველისადმი არ გადაიზარდოს ზიზღში.

რადგანაც მიზნის მისაღწევად მმართველმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს ამ შემთხვევაში ძნელია ზნეობის ჩარჩოებით შეიზღუდო თავი. როდესაც ირჩევ მმართველობის გზას უნდა გესმოდეს, რომ რაღაც უზნეობებზეც მოგიწევს წასვლა და ამან არ უნდა დაგაბრკოლოს მაგრამ რა ვქნათ თუ მმართველს არ შეშვენის ეს ყველაფერი? ამ შემთხვევაში მან სხვისი ხელიებით უნდა გააკეთოს საქმე და საკუთარის გასვრას უნდა გაუფრთხილდეს.

მმართველობის წარმატებისთის არის კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვყოთ. Სსაა მმართველის მეგობრობა ხალხთან. მთავარი ხალხით მხოლოდ გაჭირვების ჟამს არ უნდა ინტერესდებოდეს. მაგალოთად მშვიდობის დროს მმართველმა ხალხს უნდა მისცეს განტვირთისა და დასვენების საშუალება, უნდა წაახალისოს, ჯარი სანადიროდ წაიყვანოს და ამ შემთხვევაში იგი მოიპოვბს ხალხის კეთილგანწყობას და ისინი არა თუ აჯანყებას მოაწყობენ არამედ აჯანყებულებს ისე ჩაახშობენ მმართველამდე არც კი მიიტანენ ამ საკითხს.

Სმრიგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლატონმა “მთავარში” ჩამოაყალიბა ის ძირითადი მახასიათებლები რაც მმართელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს და კიდევ ის თუ როგორ უნდა მართოს სახელმწიფო. Სიზნისთვის გამართლებულია ყველანაირი საშუალება, ასე რომ ზომიერების დაცვით მმართველს შეუძლია იყოს ლმობიერიც, დიქტატორიც და მეგობარიც. როგორც ვიცით მაკიაველის “მთავარით” ხელმძღვანელობდა ბევრი მმართველი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ყველა მათგანის მმართელობის ხანა სახელგანთქმულია.