თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.
პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?
მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია!
სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია”.
ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები;
ესე ჰკადრე: “რათგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები,
აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები,
რაცაღაა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები”.
ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს:
ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს,
ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს;
და-ცა-მვედრა: ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.
მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა,
მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა;
მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა,
ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.
ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა;
მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”.
ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა:
“ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა”.
ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს,
ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს;
შევე, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს.
მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”.
–
- დასაწყისი
- ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
- როსტევან მეფისგან და ავთანდილისგან ნადირობა
- ნახვა არაბთა მეფისგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
- თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
- წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
- ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასვლა
- ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
- შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
- ტარიელისგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო
- ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
- წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
- წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
- ნესტანისგან ტარიელის ხმობა
- წიგნი ხატაელტა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
- ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა