გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემ-მაგიერი;
მივსწერე: “მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი:
მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი,
ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადლიერი.
“ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით;
ესე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით;
თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით.
სჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით”.
კაცნი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები,
დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები;
მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები,
აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.
“პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი;
ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი,
მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი;
ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვნი საწუთროსა გმობანი”.
–
- დასაწყისი
- ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
- როსტევან მეფისგან და ავთანდილისგან ნადირობა
- ნახვა არაბთა მეფისგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
- თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
- წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
- ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასვლა
- ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
- შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
- ტარიელისგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო
- ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
- წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
- წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა
- ნესტანისგან ტარიელის ხმობა
- წიგნი ხატაელტა მეფისა, ტარიელის წინაშე მოწერილი
- ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა