წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა – შინაარსი


ტარიელმა ხატაელთა ურჩ მეფე რამაზს მოციქულის ხელით წერილი გაუგზავნა. ის წერდა, რომ ინდოეთის მეფე ფარსადანი ღმერთივით ძლიერია, ერთგულებისთვის ის უხვი და შემწყალეა, ხოლო იმათ, ვინც არ ემორჩილება და ღალატობს, თავს რისხვას დაატეხს.

ამ წერილით ტარიელმა რამაზ მეფე ინდოეთში დაიბარა მორჩილების დასადასტურებლად. ამირბარმა ის გააფრთხილა, რომ ტყუილუბრალოდ სისხლი არ დაეღვარათ, რადგან თუ რამაზი არ დაემორჩილებოდა, თვითონ ინდოელები მივიდოდნენ ხატაეთში: ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. 

მოციქულები რომ გაგზავნა, ტარიელი ცოტათი დამშვიდდა. ის სასახლეში დროს ატარებდა, ველად გაჭრას აღარ აპირებდა. მისი თანატოლები ნადიმობდნენ მის სახლში, მაგრამ ტარიელი ისე იყო თავისი სურვილებითა და გრძნობებით შეპყრობილი, რომ ვერ შეუერთდა მათ: „მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი.“ 

გამიჯნურებულ ჭაბუკს ზოგჯერ სევდაც შემოაწვებოდა ხოლმე გულზე და მაშინ წუთისოფლის სამდურავსაც ამბობდა.


გამარჯობა 👋


ჩვენ ყოველდღიურად ვქმნით თქვენთვის საინტერესო კონტენტს, დაეხმარე stsoria.ge-ს ქისას მეშვეობით 💸

👉 დონაცია 👈 

This will close in 22 seconds