ზიგმუნდ ფროიდი

ზიგმუნდ ფროიდი


ზიგმუნდ ფროიდი მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მოღვაწეა. იგი დაიბადა ებრაელთა ოჯახში თუმცა რელიგია მალევე უარყო. ფროუდი ფსიქოანალიტიკური კონცეფციის შემქმნელი და მისი დიდი მიმდევარი იყო.

ფროიდს დიდი ყურადღება აქვს დათმობილი კულტურის, ასევე მისი ადამიანთან კავშირის შესახებ. მისი აზრით კულტურა ადამიანთა დიდი მონაპოვარია, რომელიც მათ წინაპარი ცხოველებისგან ანსხვავებს. კულტურის მიზანი ადამიანის ბუნებისგან დაცვა და მათ შორის ურთიერთობათა მოწესრიგებაა (ფროიდი 2018, 70). ვინაიდან და რადგანაც კულტურის მთავარი მიზანი წესრიგია ის ადამიანებს უწესებს ბარიერებს, შეზღუდვებს იმიტომ, რომ თუ ყველა ყველაფერს გააკეთებს მივალთ კოლოსლურ შედეგამდე. ეს შეზღუდვები შეიძლება იყოს როგორც სექსუალური ხასიათის ასევე ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, მაგალითად საკუთარი კეთილდღეობისთვის არ დააზარალოს სხვა.

კულტურის არსებობობისთვის დიდ როლს თამაშობს მიზანშეკავებული ლტოლვები. როგორც უკვე აღვნიშნე კულტურის ერთ-ერთო მთავარი მოტივი ადამიანთა შორის ურთიერთობების შენარჩეუნებაა. ამიტომაც კულტურა ცდილობს აღკვეთოს დაპირისპირება ადამიანებს შორის, იხმაროს ყველა ღონე პროგრესისთვის რისთვისაც საჭიროა ლტოლვების მიზანშეკავება, სექსუალური ლტოლვების აღკვეთა. ხშირად ადამიანებს გენიტალიური კავშირის დამყარება სურთ ისეთ ადამიანებთან რომლებთანაც ეს რეალურად შეუძლებელია, მაგალითად დედმამიშილებთან, მშობლებთან ან სხვა, ეს იწვევს როგორც ბიოლოგიურ კატასტროფას ასევე დაპირისპირებას კულტურას შიგნით, კულტურისა და სუპერ ეგოს წყალოით კი ამ ყველაფერს ეძლევა მიზანშეკავებული სიყვარულის სახე რომელიც მხოლოდ მეგობრობით შემოიფარგლება. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს როგორც კულტურის განვითარებას ასევე ასევე ოჯახში სიყვარულის, როგორც ორმაგი ფუნქციის მქონე გრძნობის არსებობას.

თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე ატარებს რაღაც არსს. ადამიანის ცხოვრების მთავარი პრინციპი თვითშენარჩუნებისთვის ლტოლვაა, ეს შეიძლება იყოს როგორც საკუთარი თავის ასევე გვარის. ადამიანს ბუნებრივად ორი ძირითადი ლტოლვა ახასიათებს, ესენია: სიამოვნების მიღება და სიკვდილის ლტოლვა. სიამოვნებისკენ ლტოლვაა ის რაც აიძულებს მას უყვარდესა საკუთარი თავი ან სხვა, შექმნას ოჯახი, გამრავლდეს. სიკვდილის ლტოლვა კი ადამიანს თვითგანადგურების, გაქრობისაკენ უბიძგებს რომლის მიზანიც საწყისთან შეერთება და ახლიდან დაბადებაა.

კულტურა არ მიიჩნევს სექსუალობას როგორც სიამოვნების ცალკეულ, დამოუკიდებელ წყაროს, არამედ მისი მიზანი გამრავლებაა. აქედან გამომდინარე გასაკვირიც არ იქნება ის ფაქტი, რომ კულტურა არ აძლევს ადამიანებს პარტნიორის არჩევის თავისუფლებას. ერთი და იმავე სქესის ადამიანების კავშირი შთამომავლობას არ იძლეოდა ამიტომაც კულტურა კრძალავდა მას და მისაღები ხოლოდ ჰეტეროსექსუალობა იყო. კულტურა ასევე თავისი არსებობის ადრეული ხნიდან კრძალავს ინცესტოზურ ურთიერთობებს. მსგავსი ტიპის კავშირებს გმობს უმეტესი რელიგია და იგი უამრავი სირთულის მომცემია შთამომავლობაში, იგი შესაძლოა ძალაუფლებისთვის ბრძოლის მიზეზიც კი გახდეს. ფროიდი ინცესტის აკრძალვას თვლის, როგორც ყველაზე დიდ დარტყმასა და იმედგაცრუებას სიყვარულის ისტორიაში.

როგორც ზემოთ ვახსენე კულტურის ერთ-ერთი მიზანია მიიღოს შთამომავლობა ადამიანთა კავშირებიდან, ოჯახიდან ამიტომაც ის გამოდის ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ. იგი ამ აკრძავის შემოღებისას არ ითვალისწინებს ისეთ მთავარ გარემოებას, რომელსაც ადამიანის სექსუალური აგებულებით განპირობებულ შეძენილ თუ თან დაყოლილ განსხვავებას. კულტურა არაგენიტალკენიტალიების გარეშე დაკმაყოფილებას მიიჩნევს გარყვნილებად და კრძალავს მას, ეს ყოველივე კი ის ერთ-ერთია, რაც ადამიანში იწვევს კულტურით უკმაყოფილების გრძნობას. ფროიდი აქვე გვეუბნება, რომ „ადამიანი, თავისი ბუნებით, ერთმნიშვნელოვნად ბისექსუალური, ცხოველური არსებაა“ (ფროიდი 2018, 79), რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თავის მხრივ ატარებს ორ ბუნებას, ესენია; ქალური და მამაკაცური ბუნება. ადამიანს სურს თითოეული მათგანი დააკმაყოფილოს მაგრამ ერთი ობიექტით ამის განხორციელება შეუძლებელია. თუ ადამიანი ვერ დააკმაყოფილებს საკუთარ თავში ამ ორ საწყისს მაშინ ის ვერ შეძლებს საკუთარი გზა მიუჩინოს თითოეულს რომლებიც ხელს შეუშლიან ერთმანეთს და მიგვიყვანენ ამ ინდივიდის თვითდაზიანებამდე ან მისი აგრესიული ქცევების გარე გამოვლინებამდე.

ავტორი აკრიტიკებს ყოვლად ცნობილ ფრაზას „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (ფროიდი 2018, 80). იგი მას დრომოჭმულ ფრაად თვლის და უკვირს კიდეც თუ რატომ უნდა გიყვარდეს ვიღაც სხვა ისე,როგორც საკუთარი თავი ან რატო უნდა გაფლანგო სიყვარული უცხო ადამიანებზე. ფროიდის აზრით შესაძლოა ვინმე შეიყვარო საკუთარი თავისთვის მაშინ როდესაც მასში დაინახავ საკუთარ თავს, მაში როდესაც ის სხვა იქნება შენზე უკეთესი და შენს იდეალს დაინახავ მასში ან მაშინ თუ ის ვიღაც მეგობრის შვილია და მისი განსაცდელიგულწრფელად უნდა გაიზიარო. სხვა შემმთხვევაში რატომ უნდა გიყვარდეს ვიღაც სხვა საკუთარი თავივით როდესაც იცი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი კეთილდღეობისათვის ის სხვა თვალის დაუხამხამებლად გაგყიდის. ფროიდს გამმოსავლად კი მიაჩნია ის რომ შეიყვარო შენი მოყვასი ისე როგორც მას შენ უყვარხარ.

კომუნისტური წარმოდგენების მიხედვით ადამიანი კეთილშობილი არსებაა და მას არ შეუძლია რამე დაუშაოს სხვას, მაგრამ ფროიდი ამ ყელაფერს უპირისპირებს საკუთარ აზრს. მას მიაჩნია, რომ აგრესიული ლტოლვები ადამიანებისთვის საჭიროც კია, რომელსაც შეუძლია კონფლიქტი გამოიწვიოს ინდივიდსა და საზოგადოებას შორის. ეს კონფლიქტები ჰგავს ლტოლვებსს სიცოცხლისა და სიკვდილის მაგალითებს შორის. სიცოცხლის ლტოლვა ადამიანს უბიძგებს თვითგადარჩენისკენ ხოლო სიკვდილის ლტოლვა ხსნისკენ, საწყისთან შეერთებისკენ. ის რწმენა, რომ ადამიანი კეთილია და სხვისთვისაც სიკეთე სურს კერძო საკუთრებამ წაახდინა. ეს ადამიანს ანიჭებს ძალაუფლებას და ხელს უწყობს სხვაზე ბატონობის სურვილის გაღვიბაში. ფროიდს მიაჩნია, რომ კერძო საკუთრების გაუქმებით უთანასწორობას მთლად ვერ მოვსპობთ, მას მხოლოდ ერთ ძლიერ იარაღს წავართმევთ. აგრესია გააგრძელებს ისევ არსებობას სესუალური ურთიერთობების ხარჯზე, ადამიანთა განსხვავებულობის ან ზოგადად ყველა დიფერენცირებადი სფეროების ხარჯზე.

ფროიდი ასევე უპირისპირდება ადამიანის უნარს ბუნებრივად გაარჩიოს კეთილი და ბოროტი. უმარტივესად, რომ ავხსნათ მყარი განსაზღვრება არც არსებობს კეთილისა და ბოროტის, მისი დიფერენცირება თითოეული ადამიანის შინაგანი მდგომარეობიდან მოდის, შესაძლოა მე რაც მიმაჩნია სიბოროტედ სხვისთვის ეს ასე სულაც არ იყოს, ან სულაც სიბოროტედ მივიჩნიოთ რაღაცის ჩადენის უბრალოდ განზრახვაც კი – ეს უკანასკნელი სინდისის ქენჯნის ხარჯზე. განსხვავება ბოროტის ჩადენასა და მის უბრალოდ გაფიქრებას შორის ავტორიტეტის ინტერიორიზაციის გამო ქრება. ინტერიორიზაცია ხდება ეგოსა და სუპერ-ეგოს დაპირისპირების შედეგად მიღებული დანაშაულის გრძნობისაგა, რომელიც მიმართულია დანაშაულის ჩადენის განზრახვის ამოძირკვისა და იდეის დონეზე მოსპობისკენ. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ სუპერ-ეგო ყალიბდება გარეგანი ავტორიტეტის მიერ ზემოქმედებით. სუპერ-ეგოა ის რასაც ჩვენ სინდისს ვუწოდებთ და იგი მიმართულია ეგოს მიერ განზრახული ქმედებების ან აზრეის განსჯის ან შეკავებისაკენ.