კარლ მარქსი


კარლ მარქსი მე-19 საუკუნის მოღვაწე გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი და თეორიტიკოსია. მასვე ეკუთვნის ე.წ. სამყაროს გარდაქმნის იდეა, რომელიც შემდგომში რუსეთმა საბჭოთა კავშირის შესაქმნელად გამოიყენა.

მარქსის მსჯელობა ძირითადად ემყარება ხალხის ისტორიას რომელსაც შემდეგნაირად განსაზღვრავს: „საზოგადოების ისტორია არის კლასთა ბრძოლის ისტორია“ (მარქსი 2017, 325). იგი მიიჩნევს, რომ ისტორია დამყარებულია მუდმივ ბრძოლაზე. ამ დროს ძირითადად ორი კლასი იკვეთება, ესენია მჩაგვრელთა და ჩაგრულთა კლასი. ყველა ისტორიულ ეპოქაში ვხედავთ გაბატონებულ ფენას რომელსაც სურს ცხოვრება სხვის ხარჯზე და ჩაგრულთა კლასს, რომლებიც მუდმივად იბრძვიან უკეთესი ცხოვრებისთვის. მარქსი გამოყოფს საზოგადოების ორ კლასს – ბურჟუაზიას და პროლეტარიატს.

ბურჟუაზია არის ხალხის ის ფენა რომელთაც შეძლეს და დააღწიეს თავი ფეოდალიზმისდროინდელ მონობას. მათ მოახერხეს და მიაღწიეს თავისუფალ ვაჭრობას, ჩაიგდეს ხელში სამრეწველო იარაღები, სადავეები და თავად იქცნენ ექსპლუატატორებად. ამდროინდელი ბურჟუაზია გამოირჩევა სიმარტივით, აღარ არსებობს მრავალი კლასი, მხოლოდ არიან თვითონ და ის ფენა რომელიც მათ ემორჩილება და ემონება.

ბურჟუაზიასუჩნდებახოლმეპრობლემებირომელსაც სავაჭროკრიზისებიჰქვიადა ეს ყოველივე ხელს უწყობს პროლეტარიატის მომრავლებას და გაძლიერებას. მარქსის აზრით სავაჭრო კრიზისები წარმოიქმნება ხოლმე თავისუფალი ბაზრის არსებობის დროს. ამ პრობლემის აღმოფხვრას ბურჟუაზია ცდილობს ხოლმე წარმოების გაზრდით რასაც თავის მხრივ მუშახელის გაზრდა სჭირდება. მომუშავეთა კლასს წარმოადგენს პროლეტარიატი და გამოდის, რომ მათ სიმრავლეს ხელს თვით ბურჟუაზია უწყობს. ამ ყველაფრის შედეგად პროლეტარები ხედავენ თუ რაოდენ საჭირონი არიან და რამდენად ფასობს მათი შრომა და უჩნდებათ დომინირების ან უკეთესად ცხოვრების სურვილი. ეს ყოველივე და მათი საერთო ინტერესები იწვევს პროლეტარების როგორც ერთ კლასად ჩამოყალიბებას რაც დიდ რევოლუციურ ძალას წარმოადგენს.

როგორც უკვე ვახსენეთ პროლეტარები არიან მუშები რომელთა მთავარი საზრუნავი საარსებო მინიმუმის შოვნაა, რომლითაც გამოკვებავენ საკუთარ თავებსა და ოჯახებს. მათთვის მოცემული მდგომარეობით ფუფუნების საგნებზე ოცნებაც კი წარმოუდგენელია. ასევე ისინი იაზრებენ, რომ არსებობა შეუძლიათ იქამდე სანამ არსებობენ ბურჟუები, ხედავენ ასევე იმასაც, რომ მათ ბურჟუებზე მეტის გაკეთებაც კი

შეუძლიათ. ასევე მანქანა-დანადგარების განვითარებასთან ერთად ისინი გახდნენ უბრალო სამუშაო დანამატები და იკლო მათმა ანაზღაურებამაც. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ მათ „დასაკარგი არაფერი აქვთ, გარდა ბორკილებისა“ (მარქსი 2017, 321) ანუ შეუძლიათ ჩაგვრაზე თვალები დახუჭონ ან გახდნენ მთავარი ძალა და მიდიან იმ დასკვნამდე, რომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საუკეთესო გზა აჯანყებაა.

აჯანყება არ ნიშნავს იმას, რომ თითოეულმა ადამიანმა ცალ-ცალკე საკუთარი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს, ეს შექმნის დიდ უწესრიგობასა და ქაოსს. ამ შემთხვევაში მთავარია ერთ ძალად ჩამოყალიბება და გაძლიერება. პროლეტარიატი გადის განვითარების ბევრ საფეხურს. მათ წინააღმდეგობის გაჩენის სურვილი ჯერ კიდევ პროლეტარად გახდომიდანვე ეწყებათ. თავდაპირველად საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლას იწყებენ ცალკეული მუშები, შემდეგ ერთი ფაბრიკის მუშებს უჩნდებათ შეჯგუფების სურვილი, ასე მათი ძალა გაცილებით ძვირად ფასობს. რა საკვირველია ისინი ამით არ კმაყოფილდებიან და უკვე ცდილობენ დაჯგუფდნენ ერთი დარგის მუშებად, შემდეგ ერთ დიდ ტერიტორიის მუშებად და ასე ისინი იქცევიან უზარმაზარ ძალად და აღწევენ განვითარებას. მარქსი მათ ნამდვილ რევოლუცუიურ კლასად მიიჩნევს რადგანაც როგორც ზემოთ ვახსენეთ მათ დასაკარგი არაფერი აქვთ საკუთარი ბორკილების გარდა (მარქსი 2017, 321). ისინი არიან დაჩაგრული კლასი რომელსაც ხელთ დიდი ძალა უპყრია და მათ რევოლუციისკენ ლტოლვას ზუსტადაც, რომ ბურჟუაზია ამძაფრებს.

ამ მუდმივ ბრძოლაში გვხვდებიან კომუნისტებიც. კომუნისტები არიან ყველაზე გამბედავი ნაწილი მუშათა პარტიიდან. ისინი მეტად გამბედავები არიან და არ სჩვევიათ დანებება, კომუნისტები ცდილობენ მუშათა პარტიები წამოწიონ წინა ფლანგზე და მმართველობა მათ აიღონ ხელში. მათი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი კერძო საკუთრების მოსპობა იყო რასაც რათქმაუნდა ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. აზრს, რომ კომუნისტებს სურთ იმ საკუთრების მოსპობა რომელიც ადამიანმა საკუთარი შრომის ფასად შეიძინა ისინი პასუხობენ – ჩვენ მათი მოსპობა და განადგურება არ გჭირდება, მას მრეწველობის განვითარება დღითიდღეუფრო მეტად სპობსო (მარქსი 2017, 338). მოწინააღმდეგეებს ასევე უჩნდებათ კითხვა იქნებ ბურჟუაზიულ კერძო საკუთრებაზე საუბრობთო მაგრამ ისინი ამაზეც იღებენ პასუხს. ადამიანი რომელი მუშაობს მთელი მისი სარგებელი მიემართება ბურჟუებისკენ, მატ მხოლოდ საარსებო მინიმუმი რჩებათ ანუ გამოდის, რომ მათ საკუთრება არ გააჩნიათ. პროლეტარების მუშაობიდან მიღებუული მთელი სიმდიდრე კაპიტალში გროვდება რომელიც ზუსტადაც კერძოთ ხმარდება მმართელ ფენას და კერძო საკუთრების გაუქმება სწორედაც, რომ ამ კაპიტალის მიზნობრივად გამოყენებას გამოიწვევს და პროლეტარი აღარ ინება უბრალოდ სამუშაო ძალა. ამ ყველაფრისთვის პროლეტარიატს სჭირდება პოლიტიკური ბატონობა. ამით ის შეძლებს გამოჰგლიჯოს ბურჟუაიას მთელი კაპიტალი ხელიდან და შეძლოსმისი მიზნობრივი გამოყენება,

ასევე მოახდინოს მტელი სამუშაო იარაღის ცენტრალიზება რიტაც თავიდან აირიდებს ჩაგვრას.

როდესაც პროლეტარიატი მმართველობის სადავეებს აიღებს ხელში ის უკვე დაიწყებს ზრუნვას იმისთვის, რომ მოსპოს ძველი ურთიერთობები, ყველა თანაბარ სიმაღლეზე დააყენოს და ამით ბოლო მოუღოს დაპირისპირებას კლასებს შორის და არა მხოლოდ დაპირისპირებას, არამედ კლასებად დაყოფასაც მოუღოს ბოლო. ეს ყველაფერი კი მოხდება იმით, რომ მთელი წარმოება ასოციაციაში განვითარდება და აღარ იქნება ერთი ადამიანის ან ჯგუფის მიერ ბატონობის საშიშროება.