წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა – შინაარსი


ავთანდილმა ქვეშევრდომებს დაუტოვა წერილი, რომლითაც შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. აუხსნა, რომ ის აპირებდა სამოგზაუროდ წასვლას, ასე მოითხოვდა საქმე. ის მიენდო თავის მშვილდ-ისარს. მხოლოდ ერთს სთხოვდა თავის ყმებს: მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

ამ წერილით მან ისიც აცნობა ყმებს, რომ თავის ნაცვლად, პატრონად შერმადინს ტოვებდა. ის ავთანდილს შვილივით ჰყავდა გაზრდილი. შერმადინი ყველა ერთგულს მზესავით თანაბრად გაუნაწილებდა სიკეთეს, ხოლო ორგულებს – დასჯიდა: „ამას ასრე ჰმორჩილობდით, არს ვითამცა ავთანდილი.“

როცა წერილის წერა დაასრულა, ავთანდილმა წელზე ოქრო შემოირტყა და სამოგზაუროდ მოემზადა. ის ლაშქართან ერთად თითქოს სანადიროდ გავიდა, თუმცა თანმხლებ პირებს სთხოვა, მარტო დაეტოვებინათ. ის მოშორდა თავის მეომრებს, ბუჩქნარი ჩაირბინა.

როცა ლაშქარმა ინადირა, მოიკითხეს ავთანდილი, ყველგან ეძებეს, თუმცა ვერ იპოვეს. ამან ისინი ძალიან დაამწუხრა, მეომრები ცხარე ცრემლით ტიროდნენ. 

შერმადინმა ერთად შეკრიბა წარჩინებულები და აჩვენა ავთანდილის წერილი. მისი წაკითხვის შემდეგ ყველა დანაღვლიანდა, თუმცა შერმადინი ერთხმად აღიარეს თავიანთ პატრონად. ყველა თვლიდა, რომ ის ღირსეულად შეცვლიდა ავთანდილს: „იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანი-სცა.“

ავთანდილის ქვეშევრდომებმა სიტყვა მისცეს შერმადინს, რომ მის ყველა ბრძანებას დაემორჩილებოდნენ და შეასრულებდნენ.


გამარჯობა 👋


ჩვენ ყოველდღიურად ვქმნით თქვენთვის საინტერესო კონტენტს, დაეხმარე stsoria.ge-ს ქისას მეშვეობით 💸

👉 დონაცია 👈 

This will close in 22 seconds