ნესტანისაგან ტარიელის ხმობა – შინაარსი


სასახლიდან წამოსული ტარიელი ერთ დღეს თავის საწოლ ოთახში იყო განმარტოებული. ის გახარებული იყო, რადგან ნესტანის გამოგზავნილი სამიჯნურო ბარათი იმედს აძლევდა. ამ დროს მისმა კარის მცველმა მსახური იხმო და უთხრა, რომ ასმათის მონა მოვიდა. მან ტარიელს წერილი გადასცა, რომლითაც ნესტანი თავისთან იბარებდა: ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა.

გახარებულმა ტარიელმა მსახური წაიყვანა და ნესტანის კოშკისაკენ გაემართა. მან ბაღჩა ისე გაიარა, რომ არავინ შეხვედრია. მას მხოლოდ მომღიმარი ასმათი შეეგება და ვარდივით სატრფოს სანახავად მიიწვია.

ასმათმა ფარდა გადასწია და ტარიელმა ძვირფასი თვლებით შემკულ ტახტრევანზე მჯდომი მზის მსგავსად ბრწყინვალე ნესტანი დაინახა. მან თავისი შავი თვალები შეანათა ტარიელს, ლამაზად უყურებდა, თუმცა რაიმეს თქმა ვერ მოახერხა:

„დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა,

ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა.“

ნესტანმა ასმათი მიიხმო და რაღაც უთხრა. ასმათმა ტარიელს უჩურჩულა, რომ ახლა წასულიყო, ნესტანი ვერაფერს ეტყოდა. მან გააცილა ამირბარი, დაამშვიდა, აუხსნა, რომ ნესტანს ერიდებოდა მისი, ამასთან ამაყი და თავმოყვარე იყო და ამიტომაც ვერ ესაუბრა. 

ტარიელმა სთხოვა ასმათს, რომ ხშირად მოეწერა მისთვის წერილი და შეეტყობინებინა ნესტანის ამბავი. ატირებული მიჯნური დაბრუნდა სახლში, დაწვა, თუმცა აფორიაქებულმა ვერ დაიძინა. მას ერჩივნა სულ ღამე ყოფილიყო, გათენებაც აღარ უნდოდა. 

სასახლიდან წამოსული ტარიელი ერთ დღეს თავის საწოლ ოთახში იყო განმარტოებული. ის გახარებული იყო, რადგან ნესტანის გამოგზავნილი სამიჯნურო ბარათი იმედს აძლევდა. ამ დროს მისმა კარის მცველმა მსახური იხმო და უთხრა, რომ ასმათის მონა მოვიდა. მან ტარიელს წერილი გადასცა, რომლითაც ნესტანი თავისთან იბარებდა: „ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა.“

გახარებულმა ტარიელმა მსახური წაიყვანა და ნესტანის კოშკისაკენ გაემართა. მან ბაღჩა ისე გაიარა, რომ არავინ შეხვედრია. მას მხოლოდ მომღიმარი ასმათი შეეგება და ვარდივით სატრფოს სანახავად მიიწვია. 

ასმათმა ფარდა გადასწია და ტარიელმა ძვირფასი თვლებით შემკულ ტახტრევანზე მჯდომი მზის მსგავსად ბრწყინვალე ნესტანი დაინახა. მან თავისი შავი თვალები შეანათა ტარიელს, ლამაზად უყურებდა, თუმცა რაიმეს თქმა ვერ მოახერხა:

„დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა,

ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა.“

ნესტანმა ასმათი მიიხმო და რაღაც უთხრა. ასმათმა ტარიელს უჩურჩულა, რომ ახლა წასულიყო, ნესტანი ვერაფერს ეტყოდა. მან გააცილა ამირბარი, დაამშვიდა, აუხსნა, რომ ნესტანს ერიდებოდა მისი, ამასთან ამაყი და თავმოყვარე იყო და ამიტომაც ვერ ესაუბრა. 

ტარიელმა სთხოვა ასმათს, რომ ხშირად მოეწერა მისთვის წერილი და შეეტყობინებინა ნესტანის ამბავი. ატირებული მიჯნური დაბრუნდა სახლში, დაწვა, თუმცა აფორიაქებულმა ვერ დაიძინა. მას ერჩივნა სულ ღამე ყოფილიყო, გათენებაც აღარ უნდოდა.


გამარჯობა 👋


ჩვენ ყოველდღიურად ვქმნით თქვენთვის საინტერესო კონტენტს, დაეხმარე stsoria.ge-ს ქისას მეშვეობით 💸

👉 დონაცია 👈 

This will close in 22 seconds