ტარიელმა გადაშალა წერილი, ნახა, რომ იმას მოეწერა, ვის გამოც იტანჯებოდა. ნესტანი სთხოვდა, რომ ლომივით ვაჟკაცს არ დაემჩნია მისი სიყვარული: მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.
ნესტანმა ტარიელს არ მოუწონა სიყვარულის გამო გონების დაკარგვა, დაბნედა. მისი აზრით, აჯობებდა, თუ ტარიელი თავისი საგმირო საქმეებით დაუმტკიცებდა სიყვარულს. მან მოუწოდა მიჯნურს ხატაელების წინააღმდეგ გალაშქრებისაკენ. ხატაეთი ხომ ინდოეთის მოხარკე ქვეყანა იყო. ის კი აღარ ემორჩილებოდა ფარსადან მეფეს:
„ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია,
აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!“
შემდეგ ნესტანი წერდა, რომ ტარიელის ცოლობა აქამდეც უნდოდა, თუმცა სასაუბროდ შესაბამისი დრო არ მიეცა. ახლახანს ტახტრევანში მჯდომმა დაინახა სიყვარულისაგან გაგიჟებული ტარიელი. მას უნდოდა ამირბარის შესახებ ყველაფერი გაეგო.
წერილის დასასრულს ნესტანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ტარიელს ხატაელების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ: „წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე.“
სთხოვა, ტირილისთვის თავი დაენებებინა, რადგან მისთვის მზემ გამოანათა.
ნესტანის წერილმა უდიდესი სიხარული მიანიჭა ტარიელს, ბედნიერებისაგან გულისცემა გაუძლიერდა, სახეზე კი ფერი მოუვიდა.
–
- დასაწყისი – შინაარსი
- ამბავი როსტევან არაბთა მეფისა – შინაარსი
- როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა – შინაარსი
- ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა – შინაარსი
- თინათინისგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად – შინაარსი
- წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა – შინაარსი
- ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა – შინაარსი
- ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან – შინაარსი
- შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა – შინაარსი
- ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო – შინაარსი
- ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა – შინაარსი
- წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი – შინაარსი
- წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი – შინაარსი
- წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა – შინაარსი
- ნესტანისაგან ტარიელის ხმობა – შინაარსი

